USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ლაბორატორიის ისტორია- კავენდიში
дата:  2285

მეცნიერების განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიდმა სამეცნიერო ცენტრებმა, სადაც მრავალი ახალი მეცნიერული მიმართულება შეიქმნა და ჩამოყალიბდა. მსოფლიო მეცნიერების განვითარების ისტორიაც მდიდარია ასეთი სახელგანთქმული დაწესებულებებით. ყველასთვის ცნობილია პასტერის ინსტიტუტი პარიზში, კემბრიჯისა და ოქსვორდის უნივერსიტეტები ინგლისში, ბერკლისა და ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტში ამერიკის შეერტებულ შტატებში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი გერმანიაში, ნილს ბორის ინსტიტუტი კოპენჰაგენში.

ერთ-ერთი სახელგანთქმული სამეცნიერო დაწესებულება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ფიზიკის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა, კავენდიშის ლაბორატორიაა. იგი კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებობს. მეტად საინტერესოა ამ ლაბორატორიის ისტორია და მისი საქმიანობა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფიზიკის განვითარებასთან XIX და XX საუკუნეებში და ნობელის პრემიების ისტორიასთანაც.

კავენდიშის ლაბორატორია 1871 წელს შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლორდ-კანცლერის ჰერცოგ დევორდიშის პირადი სახსრებით და დასაწყისში მას „დევონშირია ლაბორატორია“ ეწოდებოდა, შემდეგ სახელი შეეცვალა და XVIII საუკუნის შესანიშნავი ინგლისელი მეცნიერების, ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰენრი კავენდიშის სახელი მიეკუთვნა.

ჰენრი კავენდიში დაიბადა 1731 წლის 10 ოქტომბერს, ნიცაში. 1753 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი და ადრე შეუდგა სამეცნიერო მუშაობას, მისი მეცნიერული ინტერესები საკმარისად ფართო იყო. მისი შრომების განეკუთვნება როგორც ფიზიკის ასევე ქიმიის სხვადასხვა დარგს და ძირითადად ექსპერიმენტული ხასიათისაა. კავენდიშმა შეიმუშავა გაზების დაგროვების, გაწმენდისა და კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც 1766 წელს შეძლო პირველად სუფთა სახით მიეღო წყალბადი და ნახშირბადი, დაადგინა მათი კუთრი წონა და სხვა თვისებები. 1781 წელს მან განსაზღვრა ჰაერის შემადგენლობა და წყალბადის წვით 1785 წელს დაადგინა წყლის ქიმიური შემადგენლობა.

 

 

ელექტრონული ნაპერწკლის საშუალებით 1785 წელს კავენდიშმა მიიღო აზოტის ჟანგეულები და შეისწავლა მათი თვისებები. შემოიტანა ფიზიკაში ელექტრული პოტენციალის ცნება და გამოიკვლია ელექტრული კონდენსატორის ტევადობის დამოკიდებულება ელექტროდებს შორის მოთავსებული ნივთების გვარობაზე. შემდგომში შეისწავლა ელექტრული მუხტების ურთიერთქმედება, რითაც ფაქტიურად კულონზე ადრე იწინასწარმეტყველა კულონის კანონი.

კავენდიშმა აგრეთვე პირველმა ჩამოაყალიბა სითბოტევადობის ცნება, ხოლო 1788 წელს დაამზადა გრეხვითი სასწორი, რომლის დახმარებით განსაზღვრა დედამიწის საშუალო სიმკვრივე. მან უსუალოდ გაზომა ორი მცირე ბურთულას ურთიერთმიზიდულობა და ამით დაამტკიცა ნიუტონის მოსაზრება ნებისმიერი სიდიდის მასების ურთიერთმიზიდულობის შესახებ. კავენდიშის მეთოდი შემდგომში გაუმჯობესდა და XIXსაუკუნეში მისი საშუალებით განისაზღვრა გრავიტაციული მუდმივას რიცხობრივი სიდიდე. კავენდიშის შრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, 1921 წელს.

ჰენრი კავენდიში 1760 წლიდან იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. იგი ძალიან დიდ ქონებას ფლობდა და გარდაცვალებამდე საკუთარ ლაბორატორიაში მუშაობდა. იგი 1810 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა ლონდონში. კავენდიშის სახელი მიაკუთვნა ჰერცოგმა დევონმარმა კემბრიჯის ლაბორატორიას. ამ ლაბორატორიას სიკვდილამდე, 1897 წლამდე ჯ.მაქსველი ხელმძღვანელობდა. მაქსველი შეცვალა ჯონ რელეიმ , 1884 წელს იგი შეცვალა გამოჩენილმა ფიზიკოსმა ჯოზეფ ჯონ თომსონმა. ამ დროს დაიწყო კავენდიშის ლაბორატორიის წმინდა საკვლევ დაწესებულებად გადაქცევის პროცესი. ეს განსსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, როდესაც ლაბორატორიას სათავეში ჩაუდგა ერნესტ რეზელდორფი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გადაიქცა კავენდიშის ლაბორატორია მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრად.

კავენდიშის ლაბორატორიის კედლებში განხორციელდა თანამედროვე ფიზიკის უდიდესი აღმოჩენები. აქ ჩაატარეს პირველი ბირთვული რეაქცია, შექმნეს ატომბირთვის თანამედროვე მოდელი, აღმოაჩინეს ექვსი ახალი ელემენტარული ნაწილაკი, კერძოდ, ელექტროპოზიტრონი, პროტონი, ნეიტრონი, მიუ-მეზონი და პი-მეზონი. დამზერილ იქნა ბირთვების გაყოფა ნეიტრონების ზემოქმედებით, რაც საფუძვლად დაედო ატომური ენერგიის პრაქტიკულ გამოყენებას. აქვე ჩატარდა პირველი ბირთვული რეაქცია ხელოვნურად აჩქარებული ნაწილაკებით.

 

 

კავენდიშის ლაბორატორიაში შეიქმნა ისეთი თანამედროვე ხელსაწყოები, როგორიცაა ვილსონის კამერა, ჰაიგერის მთვლელი, მასპექტროგრაფი, ხაზოვანი ამაჩქარებელი, აქვე დამუშავდა ბირთვული ფოტოემულსიების მეთოდი. ლაბორატორიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი პეტრე კაპიცა, ლაბორატორიის დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

კავენდიშის ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები ხდებოდა ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით. აქ ჩატარდა ცნობილი ცდა ნივთიერებაში ალფა-ნაწილაკების გაბნევაზე, რის შედეგადაც დადგინდა ატომბირთვის არსებობა ატომის შიგნით.

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати