USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მსოფლიოს რომელ ქალაქებშია საუკეთესო საპენსიო პირობები
თარიღი:  693

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოქალაქეები, რომლებიც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან, ჯერ კიდევ ფიქრობენ, სად მიიღებენ საუკეთესო საპენსიო პირობებს. ზოგიერთი მათგანი კი ამ მიზნით მოგზაურობას ან საერთოდ - საცხოვრებლად გადასვლასაც განიხილავს. სწორედ ამ მიზნით, WalletHub-მა 2022 წლის პენსიაზე გასვლის საუკეთესო ქალაქების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რეიტინგის სათავეში ამერიკის სამხრეთ კაროლინას შტატი, კერძოდ ქალაქი ჩარლსტონი მოექცა. ინფორმაციას foxbusiness ავრცელებს.

რეიტინგის შესადგენად, WalletHub-მა აშშ-ის ყველაზე მრავალმოსახლიანი ქალაქები შემდეგი მთავარი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია: ფასების ხელმისაწვდომობა, პენსიონერებისთვის შეთავაზებული აქტივობები, ცხოვრების მაღალი ხარისხი და ჯანდაცვა.

კვლევის მიხედვით, ცხოვრების ყველაზე დაბალი ხარისხი ტეხასის შტატში ქალაქ ბრაუნსვილს აქვს, ხოლო ხუთ ქალაქში - სან ხოსეში; პერლ სიტიში, ჰონოლულუში, ნიუ-იორკსა და სან ფრანცისკოში ცხოვრება პენსიონერებისთვის ყველაზე ხელსაყრელია.

ფილადელფია, ჩიკაგო, ჰონოლულუ და ვაშინგტონი - ისეთი ქალაქების სიაში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი დასასვენებელი სივრცეა. ასეთი სივრცეების ნაკლებობას შტატებში მხოლოდ კანზას სიტი განიცდის. ამავდროულად, ჰავაის პერლ სიტიში 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს, ყველაზე ცოტა კი - ირვინგში, ტეხასის შტატში.

საერთო შედეგების მიხედვით, პენსიაზე გასასვლელად წელს აშშ-ის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი ასეთია:

1. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა
2. ორლანდო, ფლორიდა
3. ცინცინატი, ოჰაიო
4. მაიამი, ფლორიდა
5. ფორტ ლოდერდეილი, ფლორიდა
6. სან ფრანცისკო, კალიფორნია
7. სკოტსდეილი, არიზონა
8. ვილმინგტონი, დელავერი
9. ტამპა, ფლორიდა
10. სოლტ ლეიკ სიტი, იუტა

რაც შეეხება ევროპას, პენსიაში გასასვლელად საუკეთესო ქალაქების ტოპ-ხუთეული ასეთია:

1. მალიორკა, ესპანეთი - კუნძული, რომელიც მხოლოდ დასასვენებელი ადგილი არაა, ეს არის დედამიწაზე პატარა სამოთხე ყველასთვის, სადაც მზე მთელი წლის განმავლობაში ანათებს.

2. ბრეტანი, საფრანგეთი - შესანიშნავი ქალაქია პენსიონერებისთვის, რომელთაც სურთ სასიამოვნო საცხოვრებელი გარემოთი - რაც მთავარია, ზღვით დატკბნენ და ენერგიით აივსონ.

3. მარტინიკა, საფრანგეთი - ქალაქი, რომელსაც "ყვავილების კუნძულს" უწოდებენ, ნებისმიერ პენსიონერს სილამაზით ნამდვილად მოხიბლულს დატოვებს.

4. ისტრია, ხორვატია - ჩრდილოეთ ხორვატიაში მდებარე ქალაქი განტვირთვის სურვილით და გასტროტურიზმით დაინტერესებული პენსიონერებისთვის მისწრებაა!

5. დაბოლოს, მალტა - რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ტურისტული შეთავაზების ხარისხით, შედეგად წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი მოგზაური გადაწყვეტს იქ დასახლებას.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის