მსოფლიოს ხორცის გადამამუშავებელმა უმსხვილესმა კომპანიამ, JBS-მა, კიბერშეტევის შეწყვეტის სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით 11 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოსასყიდის გადახდა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.
„ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიისთვის და პირადად ჩემთვის“, - განაცხადა JBS- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე ნოგეირამ.
11 მილიონი დოლარის გადახდა ბიტკოინის გამოყენებით განხორციელდა.
კომპანია JBS-ის კომპიუტერულ ქსელებზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით კიბერთავდასხმა რამდენიმე დღის განხორციელდა, რამაც ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში გარკვეული ოპერაციების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსული კრიმინალური ორგანიზაცია დგას.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.