USD 2.6281
EUR 2.9955
RUB 3.3666
თბილისი
მსოფლიოს ხორცის გადამამუშავებელმა უმსხვილესმა კომპანიამ, ჰაკერებს 11 მილიონი დოლარი გადაუხადა
თარიღი:  5122

მსოფლიოს ხორცის გადამამუშავებელმა უმსხვილესმა კომპანიამ, JBS-მა, კიბერშეტევის შეწყვეტის სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით 11 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოსასყიდის გადახდა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.

„ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიისთვის და პირადად ჩემთვის“, - განაცხადა JBS- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე ნოგეირამ.

11 მილიონი დოლარის გადახდა ბიტკოინის გამოყენებით განხორციელდა.

კომპანია JBS-ის კომპიუტერულ ქსელებზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით კიბერთავდასხმა რამდენიმე დღის განხორციელდა, რამაც ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში გარკვეული ოპერაციების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსული კრიმინალური ორგანიზაცია დგას.

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის