USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
მსოფლიოს 5 ტომი განსაკუთრებული უნარებით
Date:  2479

მსოფლიოში სრულიად უნიკალურ უნარების მქონე ხალხები ცხოვრობენ, რომლებიც თავად ვერც კი აცნობიერებენ რამდენად გამორჩეულები არიან. ამ ადამიანებმა სუპერშესაძლებლობები ისეთი ფაქტორების შედეგად შეიძინეს, როგორიცაა კვების პროდუქტები, კლიმატი და ცხოვრების წესი. ჩვენ გიამბობთ ამ ერებისა და მათი განსაკუთრებული უნარების შესახებ, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარათ.

1. კენიის კალენჯინის ტომი - ყველა დროის მარათონელები

ცნობილია, რომ მსოფლიოში საუკეთესო მარათონელები კენიელები არიან. თანაც თითქმის ყველა მარათონელი ერთი ტომის - კალენჯინის ტომის ხალხია.

2. ინდონეზიის ბაჯაოს ტომი - 13 წუთამდე წყალქვეშ ყოფნა შეუძლიათ

ანდამანის ზღვის სანაპიროზე მომთაბარე ბაჯაოს ტომს, რომელთა მეორე სახელია "ზღვის ბოშები", წყალქვეშ გაძლების საოცარი უნარი განუვითარდათ. ყველაზე გამოცდილ მყვინთავებს ერთი ჩაყვინთვისას წყალქვეშ 13 წუთამდე დარჩენა შეუძლიათ.

ამ საოცარი უნარის წყალობით ისინი ზღვის ფსკერზე საკვების მოპოვებას ახერხებენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა სხეულები ადაპტირებულია დაივინგისთვის, რის შედეგადაც მათი ელენთა 50 პროცენტით გაიზარდა.

3. მოკენის ტომი - ბავშვობის ასაკში ჩვეულებრივ ხედავენ წყალქვეშ

ეს საოცარი უნარი მხოლოდ დასავლეთ ტაილანდში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ - სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ისინი წყალქვეშ მშვენივრად ხედავენ. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულ ასაკში მოკენები წყალქვეშ ხედვის უნარს კარგავენ.

4. შერპები - ევერესტის გამცილებელბი

ევერესტზე ასვლა ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმე გამოწვევაა, მაგრამ არა შერპებისთვის. ამ ტომის წევრები დაბადებიდან მთამსვლელები არიან. აღსანიშნავია, რომ ევერესტისკენ მიმავალ ალპინისტთან ჯგუფს ყოველთვის შერპი გამცილებელი ახლავს.

კვლევებით დადასტურდა, რომ შერპების სხეული კარგად ეგუება მაღალ სიმაღლეებზე ჟანგბადის ნაკლებობას. შერპები ჰიმალაის მთებში 6000 წელზე მეტი ხანია ცხოვრობენ, რაც უკიდურესად ცივ ტემპერატურასა და ჟანგბადის ნაკლებობასთან ადაპტაციისთვის საკმარისი დროა.

5. ჩინეთში მცხოვრებ ჰმონგის (ან მეო) ტომს სტვენით ურთიერთობა შეუძლიათ

თუმცა, მხოლოდ მათ არა.. მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ტომია, რომლებსაც ასეთი ურთიერთობა შეუძლიათ. ჩვეულებრივ, ისინი მთიან ადგილებში, ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ.

ჰმონგები მუშაობისას, ნადირობისას თუ საღამოობით, სიყვარულის ახსნისას უსტვენენ. სტვენის მნიშვნელობა ყველას ესმის, მაგრამ იმის დადგენა, ვინ უსტვენს შეუძლებელია.

წყარო:https://funtime.ge/

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way