USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
მსოფლიოს 20 უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი - 2022 წელი
თარიღი:  915

2022 წლის შედეგების მიხედვით უმსხვილესი კომპანიების გლობალურ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, პირველ რიგში, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ათეულს გამეთიშა და ის ამჟამად მე-17 ადგილს იკავებს. აგრეთვე არასახარბიელო შედეგებით დასრულდა წელი Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის, Meta-სათვის, რომელიც ამჟამად მე-20 ადგილზეა, ნაცვლად ტოპ ათეულისა.

მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების მკვეთრად გაძვირების ფონზე, ათეულში გამოჩნდა უმსხვილესი ამერიკული ენერგეტიკული კომპანია - Exxon Mobil.

რეიტინგის სათავეში კი $2-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ია, რომელმაც 2022 წელს რამდენიმე თვით პირველობა Saudi Aramco-ს დაუთმო, თუმცა წლის ბოლოსთვის მან მაინც მოახერხა ლიდერის პოზიციის დაბრუნება.

გთავაზობთ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.

1. Apple - $2.07 ტრლნ


2. Saudi Aramco - $1.86 ტრლნ


3. Microsoft $1.70 ტრლნ


4. Google - $1.15 ტრლნ


5. Amazon - $916 მლრდ


6. Berkshire Hathaway - $698 მლრდ


7. Visa - $468 მლრდ

Visa
8. Johnson & Johnson - $458 მლრდ
9. UnitedHealth - $454 მლრდ
10. Exxon Mobil - $453 მლრდ
11. Tencent - $449 მლრდ
12. TSMC - $421 მლრდ
13. LVMH - $412 მლრდ
14. JPMorgan - $406 მლრდ
15. Nvidia - $396 მლრდ
16. Walmart - $390 მლრდ
17. Tesla - $375 მლრდ
18. P & G - $360 მლრდ
19. Mastercard - $357 მლრდ
20. Meta - $349 მლრდ

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის