USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება
дата:  568

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ქუჩებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

„საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, საქართველოს პარლამენტის წინ, აქციაზე სახელწოდებით „წინ ევროპისკენ“, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა,“ - წერს „ფრანს-პრესი“.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მცდელობა, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, დიდი ხანია აღიზიანებს კრემლს და დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

“ევრონიუსის“ კი წერს, რომ თბილისში გამართული აქციის მიზანი ბრიუსელისთვის სიგნალის გაგზავნა იყო იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

გამოცემა წერს, რომ ევროპულმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის "ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის" შეთავაზებას, სტატუსის, რომელსაც იურიდიული ღირებულება არ აქვს.

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისში აქციის, „წინ ევროპისკენ“ ჩატარებისკენ საქართველოს წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა მოუწოდეს, რათა „ეჩვენებინათ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი“ და მოწოდებას მხარი დაუჭირა ქვეყნის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან საქართველო ეჭვმიტანილია უცნაურ თამაშში. ქვეყანაში დიდი ძალის მფლობელია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი რუსეთთან ძლიერი კავშირებით. ის ოფიციალურად პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ უცხოელი დიპლომატები ამბობენ, რომ კვლავ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას.

„ქართული ოცნების“ მთავრობა მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას, რადგან არსებობს აღქმა, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდება, რაც სერიოზულად აზიანებს თბილისის ურთიერთობას ბრიუსელთან,“- წერს გამოცემა.

თბილისში გამართულ აქციას ასევე ეხმაურებიან : France 24, Al-Jazeera, Lemonde.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати