USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი: კორონა ვირუსი ბუნებრივად წარმოქმნილი ვირუსია, ამიტომ შესაძლოა ვაქცინა საჭირო არც იყოს
Date:  1291

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ  სპეციალურად ვაქცინის შესაქმნელად ბიუჯეტიდან 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო, პროფესორმა კაროლ სიკორამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოფილმა დირექტორმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ რადგან საქმე ბუნებრივად წარმოშობილ ვირუსთან გვაქვს, მოსახლეობა იმუნიტეტს თავისთავად გამოიმუშავებს და სამომავლოდ covid -19 ერთი რიგითი ვირუსი იქნება.

"ვირუსი იმაზე მალე განეიტრალდება და დამარცხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, ბუნებრივად გაჩნდა და ბუნებრივადვე დაგვტოვებს“ -  წერს იგი საკუთარ სოციალურ ქსელში. "რა თქმა უნდა, საჭიროა ხელოვნურად შევანელოთ გავრცელების სისწრაფე, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოივლის, ჩვენ უკვე გვექნება ძლიერი იმუნიტეტი და რეციდივი საშიში აღარ იქნება“.

პროფესორ სიკორას განცხადების პარალელურად ვრცელდება ალოკ შარმას, ინგლისის მთავრობის წარმომადგენლის კომენტარი იმის შესახებ, რომ ამჟამად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ფული სწორი მიმართულებით დახარჯოს და 93 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია ახლა ყველაზე მეტად სწორედ ვაქცინის შესაქმნელადაა საჭირო, ასე რომ, მაქსიმალურად მოკლე ხანებში ბრიტანეთში ვაქცინის მანუფაქტურისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება. დამატებით 38 მილიონი გირვანქა კი მიწოდების ქსელის შექმნისთვისაა გამოყოფილი, რათა ვაქცინის შექმნისთანავე მისი გავრცელება დაუყონებლივ დაიწყოს.

აღნიშნული ცენტრი ჰარველის მეცნიერებისა და ინოვაციების კამპუსში განთავსდება და შეძლებს მთელი ბრიტანეთის მოსახლეობისათვის  6 თვის მანილზე სამყოფი ვაქცინის წარმოებას - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.  

მარკ ვალპორტი - ბრიტანეთის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი,  ახალი ცენტრის გახნას მიზანშეწონილად მიიჩნევს და მას როგორც თავის გადასარჩენად აუცილებელ იარაღს  და თავდაცვის საშუალებად ისე მოიხსენიებს. ზემოხსენებული მისტერ შარმა კი დარწმუნებულია, რომ ცენტრის მშენებლობა მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს და იგი მსოფლიო მნიშვნელობის გახდება.

ცხადია, ენთუზიაზმითაა განწყობილი ცენტრის მომავალი დირექტორი მეთიუ დუკარსი: “რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა და მოსახლეობისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის დაბრუნება, ჩვენ ახლა შიშში ვცხოვრობთ, ვაქცინის არსებობა კი  ჩვენ ყველას ჩვეულ ყოველდღიურობას დაგვიბრუნებს და ახალი შემართებით გავაგრძელებთ შეჩერებულ საქმეებს“

აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიციის მიუხედავად, პრემიერი ბორის ჯონსონი ვაქცინის შექმნაში წარმატების მიღწევაში 100%-ით დარწმუნებული არაა და ამბობს, რომ შესაძლოა ვაქცინა ვერც კი შეიქმნას. „ რა შემიძლია ვთქვა, ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვალდებულები ვართ ყველანაირი რესურსი ჩავდოთ ვაქცინის შექმნის მცდელობებში, თუმცა  ეს წარმატების გარანტიას არ იძლევა, განწყობილები ვართ პოზიტიურად, თუმცა მზად ვართ არასასურველი შედეგისთვისაც“ - აცხადებს იგი. 

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way