USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
მსოფლიო ბანკის ცნობით, 60 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება
Date:  1095
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის თქმით, კორონავირუსის გამო 60 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ამის შესახებ BBC წერს.
 
მალპასმა აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა წელს პანდემიის გამო 5%-ით შემცირდება. დაწესებული შეზღუდვის გამო სამსახური უკვე დაკარგა მილიონობით ადამიანმა, ზარალდება ბიზნესი, ყველაზე მძიმედ კი ამას ღარიბ ქვეყნებში განიცდიან.
 
„ჩვენი ვარაუდით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს შლის იმ პროგრესს, რომელსაც გასული 3 წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მივაღწიეთ“, - აღნიშნა მალპასმა.
 
მსოფლიო ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობს გეგმაზე, რომელიც ღარიბ ქვეყნებს დიდი ოცეულის ქვეყნებისადმი ვალის გასტუმრებას წლის ბოლომდე შეაჩერებს.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way