USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
მსოფლიო ბანკი: საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მაჩვენებლით, უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას
თარიღი:  

მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა, 86,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა და იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით მოახერხა.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით 2023 წელს საქართველომ უკვე არსებითად გადაუსწრო ლატვიას, რომლის მაჩვენებელი 2022 წელს საქართველოს მსგავსად 77 მილიარდი საერთაშორისო დოლარი იყო და 2023 წელს მხოლოდ 78 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 11%-ით ჩამოუვარდება საქართველოს 2023 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ, 2021 წელს ლატვიის მთლიანი ეროვნული შემოსავალი საქართველოს მაჩვენებელს 2,4 მილიარდი საერთაშორისო დოლარით აღემატებოდა, 2023 წელს კი საქართველოს მთლიანი ეროვნულ შემოსავალი 8 მილიარდ 700 მილიონი საერთაშორისო დოლარით აჭარბებს ლატვიის დონეს.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიას, და ესტონეთს.

წყარო:https://data.worldbank.org/

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის