USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
Tbilisi
მსოფლიო ბანკი: საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით
Date:  506

მსოფლიო ბანკმა ევროპის და ცენტრალური აზიის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და მსოფლიო ბანკის პროგნოზით კლებას შემდგომ წლებშიც განაგრძობს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით“.

აღნიშნული ანგარიშის და აგრეთვე მსოფლიო ბანკის სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში მკვეთრ კლებას მართლაც 2012 წლის შემდგომ პერიოდში განიცდის. იქამდე კი უკიდურესად მაღალ ნიშნულებზე უმწვავეს პრობლემად ფიქსირდება.

ასე მაგალითად, 2004 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, ანუ უკიდურეს სიღარიბეში იყო მოსახლეობის 12,37%, 2004-2012 წლებში უკიდურეს სიღარიბეში საშუალოდ იყო მოსახლეობის 12,78%, ანუ უფრო მეტი ვიდრე 2004 წელს. 2012 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა რჩებოდა მოსახლეობის თითქმის 11%. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2019 წელს განახევრდა, 2023 წლის შეფასებით კი არის 3,5%, ანუ 2012 წლის დონესთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები.

მსოფლიო ბანკის შეფასებით 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 3,1%-ი დარჩება, რაც თითქმის ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012-ში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2017 წელს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2025 წელს საქართველოში უკიდურესი სიღარიბე 2,6%-მდე შემცირდება, 2026 წელს კი 2,2%-ს გაუტოლდება, რაც, შესაბამისად 2021-2022 წლებთან შედარებით, ანუ 5-წლიანი პერსპექტივით სიღარიბის ამ მაჩვენებლის განახევრებას ნიშნავს.

World
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

See all
Survey
By the way