USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
Date:  438

მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.

სებასტიან მოლინეუსის თქმით, იგეგმება ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის და აღჭურვილობის, ასევე, ტესტირების კომპლექტების დაფინანსება.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა ექიმის და ჯანდაცვის მუშაკის მიმართ, რომლებიც მოწინავე ხაზზე იმყოფებიან და განსაკუთრებულ და გმირულ საქმეს აკეთებენ. და ასევე გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ, ვინც არნახული დისციპლინა და სიმტკიცე აჩვენა COVID-19 პანდემიის ამ მეტად რთულ პერიოდში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ სიამაყით გვსურს განვაცხადოთ ჩვენს პარტნიორთან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად 180 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტის გამოყოფის შესახებ, ჯანდაცვის სექტორის და სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის. კერძოდ, ჩვენ ვაპირებთ ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ ღონისძიებების მთელი რიგის ხელშეწყობას მიზნობრივი სოციალური დახმარების და ფულადი ტრანსფერების საშუალებით მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს.

ახლა ეს ყოველივე ფართო პროგრამის ნაწილია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობაზე ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მექანიზმებით, მეორეა საქართველოს მთავრობა, რომელსაც ხელს შევუწყობთ ბიუჯეტის მხარდაჭერის ღონისძიებებით დაბოლოს, მესამეა კერძო სექტორი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვირუსის გამო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა.

და ბოლოს, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ყველა საჯარო და კერძო სუბიექტთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. მტკიცედ მჯერა, რომ თუ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გავერთიანდებით, ამ კრიზისიდან გაცილებით ძლიერები გამოვალთ,” – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way