USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
მსოფლიო IT ქაოსის შემდეგ გლობალური სერვისები აღდგენას იწყებენ
Date:  

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესები და კომპანიები მასშტაბური IT შეფერხების შემდეგ მუშაობის აღდგენას იწყებენ. როგორც BBC იუწყება, ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდნენ ბიზნესები, ბანკები, კლინიკები და ავიახაზები მას შემდეგ, რაც კიბერ-უსაფრთხოების კომპანიამ Crowdstrike არასწორი პროგრამული უზრუნველყოფა გაუშვა, რამაც Microsoft Windows-ზე მოახდინა გავლენა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ სისტემების აღდგენას შესაძლოა „გარკვეული დრო“ დასჭირდეს.

იმის მიუხედავად, რომ ათასობით ფრენის გაუქმების შემდეგ ავიახაზები ნორმალურ რეჟიმს უბრუნდებიან, ოპერატორები ელოდებიან, რომ გარკვეული შეფერხებები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები 19 ივლისს შექმნა.

წყარო: https://www.bbc.com/

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way