USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა
თარიღი:  2532

ქართველი მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ლალი ბადურაშვილი 1970 წელს გადაიღეს მის პირველ ფილმში, დიდოსტატის მარჯვენა, რომელშიც შორენა კოლონკელიძის როლი შეასრულა. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972), ლევან ხიდაშელი (1973), ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (1984) და კიდევ ერთი ქართული ისტორია (2003).

ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის