USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
თბილისი
მოვაჭრეები “დეზერტირების ბაზრის” ადმინისტრაციისგან დახმარების მისაღებად ცნობებს ითხოვენ
თარიღი:  679

“დეზერტირების ბაზრის” მოვაჭრეებმა პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობების მიღება მოითხოვეს. ბაზარში დასაქმებულ მოვაჭრეებს, როგორც თვითდასაქმებულებს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ეკუთვნით, რომლის მისაღებადაც აუცილებელია ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული მოვაჭრეობის ცნობები.

“დეზერტირების ბაზარში” დასაქმებული ერთ-ერთი მოვაჭრის, დარეჯან მაისურაძის თქმით, მათთვის თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორთვიანი უმუშევრობის ფონზე ვალების აღება მოუწიათ. გარდა ამისა, ბაზარში დაბრუნებისას ნისიად აიღეს პროდუქცია, რომლის თანხასაც ვაჭრობის შემდეგ დააბრუნებენ, თუმცა ხალხის ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია:

 

“ბაზარში რომ გამოვედი 1 000 ლარის პროდუქცია ნისიად ავიღე და ახლა ველოდები გაყიდვას, რომ დავაბრუნო ეს თანხა. სახლში რომ ვიჯექი და შემოსავალი არ მქონდა, საკვების საყიდლად ვალებიც დავიდე, ეგეც გასასტუმრებელია. გადასახლდელი მაქვს ყოველდღიური 30 ლარი ბაზრის ადმინისტრაციისთვის და არის დღეები, როცა სახლში ფული საერთოდ ვერ მიმაქვს, პურის ფულიც არ მრჩება”, – განაცხადა მაისურაძემ.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, მათ ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეაგროვეს 121 ადამიანის მონაცემები, რომლის საფუძველზეც მათ მოვაჭრეობის ცნობები უნდა მიეღოთ, თუმცა ბაზრის ადმინისტრაციამ ეს პროცესი დროში გაწელა, რაც როგორც მოვაჭრეებს, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებს უქმნის განცდას, რომ ადმინისტრაცია ცნობების გაცემას უპასუხისმგებლოდ ეკიდება

 

“თუ ამ ხალხზე ცნობები არ გაიცა, შეუძლებელი იქნება, რომ ის მწირი დახმარებაც კი მიიღონ მოვაჭრეებმა. ეს მცირედი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ზოგს ნაქირავები აქვს სახლი და ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ე.წ ჩეკის გამცემებთან ერთად ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ კარანტინამდე ამ ბაზრობებზე.

ჩვენ გავწიეთ უდიდესი სამუშო იმისთვის, რომ ამ ხალხის იდენტიფიცირება მოგვეხდინა და ერთადერთი, რაც აქვთ დარჩენილი ბაზრის ადმინისტრაციებს არის, რომ გასცენ ეს ცნობები. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ დავლგადით ბაზრის ადმინისსტრაციასთან, რომ ეს ცნობები იქნებოდა გაცემული, მაგრამ ამდენი ხნის მერეც არ არის ეს ცნობები გაცემული”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

გარდა ამისა, პეტრიაშვილის თქმით, დასაქმებულებს აქვთ ბანკის ცნობებიც, რომლის მიხედვითაც, მათზე გაიცა სესხი იმაზე დაყრდნობით, რომ ეს ადამიანები ნამვილად მუშაობდნენ ბაზარში.

პროფკავშირების წარმომადგენლებს ბაზრის დირექტორის მოადგილე მალხაზ აბულაძე შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ცნობების გაცემა დროში მხოლოდ იურიდიული საკითხების მოგვარების გამო გაიწელა, თუმცა ის გარანტიას აძლევს როგორც პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე მოვაჭრეებს, რომ ისინი მოვაჭრეობის ცნობას მიიღებენ:

“კომპანიის იურისტები მუშაობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებში მე ვერ ჩავერევი. გაარკვევენ იურისტები ამ საკითხებს და რაც იქნება ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, გავაკეთებთ. არავინ არავის არაფერს არ დააკარგვინებს. იურისტები მუშაობენ და აუცილებლად ჩავეტევით ვადებში. პროცედურულად ყველა საკითხი უნდა გაიარონ იურისტებმა, რომ არ მოხდეს რაიმე საკითხის უგულებელყოფა”, – განმარტა აბულაძემ.

 

პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ბაზრის ადმინისტრაციას 3-დღიანი ვადა მისცა, რათა ადმინისტრაციამ მოაგვაროს ყველა საკითხი და ამ 121 ადამიანს მოვაჭრეობის ცნობები მისცეს, რაზეც ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან მიიღეს დაპირება, რომ ისინი მიცემულ ვადებში ჩაეტევიან.

პროფკავშირების აქტივისტის, გიგა ბექაურის თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ბაზრის იურისტებთანაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოვაჭრეობის ცნობის გაცემასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა:

“ადმინისტრაცია ამბობს, რომ ძველი ჩეკები, რაც პანდემიამდე ჰქონდათ, არ აქვთ შენახული. მათ იურისტებს ვესაუბრეთ, რაც ავუხსენით გვითხრეს, რომ არავითარი პრობლემა არ იყო. შესაბამისად, გაუგებარია რა იურიდიულ პრობლემაზე საუბრობს ბაზრის ადმინისტრაცია. ამასთან, ჩეკების გარდა არსებობს სხვა მექანიზმი, მათ შორის, ეს ადამიანები რომ დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვით მოხდა მათი დაბრუნება ადგილზე იმ ლოგიკით, რომ ისინი ადრეც იდგნენ აქ”, – განაცხადა ბექაურმა.

პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლების განამარტებით, მსგავსი პრობლემა შექმნილია სხვა ბაზრებშიც, თუმცა “დეზერტირების ბაზარში” ეს საკითხი ყველაზე მასშტაბურია. მათი თქმით, პროკავშირების წარმომადგენლები სხვა ბაზრებთანაც მუშაობენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

 

წყარო: netgazeti.ge

ეკონომიკა
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.