USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მოწევას თავი დაანებეთ და ხალხს ნორმალურად ელაპარაკეთო – მეგრელიშვილი ჯაფარიძის მოთხოვნებზე
Date:  559

“გირჩის” წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზეც არ დათანხდნენ.

„მოგვთხოვა, რომ დავქვემდებარებოდით ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო, რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. სენსიტიური თემებია “გირჩი” სულ”, – განაცხადა მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში”.

მისი აზრით, ჯაფარიძის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საბაბი შესაძლოა იყო იაგო ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიაზე, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა და დიდი ხანია, პარტიაში ადამიანური დაძაბულობაა. მეგრელიშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე მას დიდი ხანია არ ელაპარაკება.

“ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოცილდითო. ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ, მოთხოვნები იყო. ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო. მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც ,,პლანს”.  არ ვიცი [რა პრობლემას უქმნიდა], ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა საერთოდ გაუგებარი იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად ილაპარაკეთო. რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი”, – განაცხადა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ ჯაფარიძეს პარტიის წევრებისთვის მეტი ახსნა-განმარტება მართებს.

“ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს, პარლამენტის არჩეული წევრები ვართ. შეიძლება არ შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ არჩეული ვართ. შეიძლება [ჯაფარიძე] თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით.  ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე ხვიჩიამ დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე. ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way