USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
Tbilisi
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულდა
Date:  345
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.
 
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ეროვნული სასახლის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობები უკვე განახლებულ შენობაში მიიღებენ ცოდნასა და განათლებას.
 
„ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება, ბევრი რამ ახსოვს. იგი ჩვენი ისტორიის არაერთ საინტერესო ფურცელს ინახავს. სასახლის არქიტექტურა ბევრჯერ შეიცვალა. ცნობილი ქართველი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის მიერ გაშენებულმა სასახლის ბაღმაც სახე იცვალა. შეიცვალა დედაქალაქიც სასახლის გარშემო, თუმცა უცვლელი დარჩა ის ემოცია, რაც უამრავ ადამიანს აკავშირებს ამ კედლებთან - სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მუსიკასთან, ფერთან, პოეზიასთან ზიარების განცდა, პირველი ნაბიჯები სცენაზე, მეცნიერებაში მიღწეული გამარჯვებები. განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები, მათი ნატვრა, რადგან ამ ულამაზეს და მართლაც ჯადოსნურ სამყაროს სასახლესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ემსახურებიან. მე, როგორც თბილისის მერი და ოთხი შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შემეტანა სასახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სასახლე სრულად განახლდა - რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი და ჭერი.
 
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტექნიკური მონაცემების მიღმა უამრავი ადამიანის შრომა დგას, რომლებმაც სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით შეასრულეს საკუთარი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, თბილისის განვითარების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს, რომელიც იმჟამად სასახლის ხელმძღვანელი გახლდათ და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სამუსაოების წარმოებაში. მადლობა სასახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. მინდა, მივმართო ჩვენს პატარა მეგობრებს, დღეს სასახლეში თქვენი ნაბიჯების ხმა ისმის. მინდა ვისურვო, რომ ეს ნაბიჯები იყოს ისეთი მტკიცე და წარმატებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგონოს მათი ხმა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი. გარდა ამისა, ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები.
 
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
 
თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.
 
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
World
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way