USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
მოსკოვში თაღლითობისთვის დააპატიმრეს რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური
თარიღი:  439

სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქისა და 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი, ივან პოპოვი დააპატიმრა. 

თანამდებობიდან პოპოვი გასული წლის ზაფხულში გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვთან კონფლიქტის ფონზე გაათავისუფლეს. კონფლიქტის მიზეზი, ივან პოპოვის მიერ წარდგენილი ანგარიში გახდა, რომელშიც საუბარი იყო ფრონტისპირა მოქმედი დანაყოფების როტაციის აუცილობლობაზე. 

ივან პოპოვი ბოლო 1 თვის განმავლობაში დაპატიმრებული მესამე გენერალია, მანამდე მექრთამეობის ბრალდებით დააპატიმრეს, სერგეი შოიგუს მოადგილე, ტიმურ ივანოვი და თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი, იური კუზნეცოვი. 

პოპოვის დაპატიმრების შესახებ თავდაპირველად Z ტელეგრამ არხები Военный осведомитель და Два майора. ტელეგრამ არხების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებიდან დაახლოებით 1 საათში პოპოვის დაპატიმრების შესახებ დაწერა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ და ძალოვანებთან დაკავშირებულმა ტელეგრამ არხმა Mash-მა. 

TAСС-ის ცნობით, პოპოვი ბრლადებულია თაღლითობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ამავე წყაროს ცნობით, პოპოვის საქმე რუსეთის 235-ე საგარნიზონო სასამართლომ განიხილა. 

Mash-ის ცნობით, პოპოვს ადანაშაულებენ 2 ათასი ტონა მეტალის კონსტრუქციების გაყიდვაში, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაში თავდაცვითი ზღუდეების ასაშენებლად იყო გათვლილი. ამავე წყაროს ცნობით, პოპოვთან ერთად დანაშაულებრივ სქემაში ჩართულები იყვნენ ბიზნესმენები კრასნოდარიდან და 58-ე არმიის ოფიცერი. 

კონტექსტი 

პოპოვი რუსეთის 58-ე არმიის მეთაურის პოსტს 2023 წლის ივლისამდე იკავებდა, სწორედ ის მეთაურობდა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მოქმედ საოკუპაციო დანაყოფებს უკრაინის კონტრიერიშის საწყის პერიოდში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროების ცნობით, პოპოვის გათავისუფლებისა და ვალერი გერასიმოვთან კონფლიქტის მიზეზი მის მიერ მომზადებული ანგარიში იყო. ანგარიშში პოპოვი მოწინავე ქვედანაყოფების როტაციის აუცილებლობაზე წერდა, რამაც გერასიმოვის უკმაყოფილება გამოიწვია. 

გერასიმოვმა პოპოვი პანიკიორობასა და ხელმძღვანელობის შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც მალევე მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. 

პოპოვი მისი ქვეშერმდომების მიმართ გავრცელებულ აუდიო შეტყობინებაში ამბობდა, რომ ის "ვერაგულად და მოღალატეობრივად მოიშორეს."

სკანდალის შემდეგ ივან პოპოვი მივლინებაში სირიაში გაგზავნეს, საიდანაც მალევე რუსეთში თაღლითობის მუხლით აღძრული საქმის ფარგელბში დაიბარეს. რუსული წყაროების ცნობით, თავდაპირველად საქმეზე ბრალდებული პოპოვის დაქვემდებარებული პირი იყო. 

ივან პოპოვი რუსეთის არმიაში დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. 

წყარო:https://realpolitika.ge/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის