USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
თარიღი:  547

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი პირი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა.

რუსული მედია აცხადებს, რომ დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის