რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს.
BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა.
მათი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 1 600 ადამიანი დააკავეს.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ინფორმაციით, მოსკოვში ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავეს. ამ დროისთვის, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. 28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.