მოსკოვში, "გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ.
ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, გამოფენილი იყო 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.