USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მოკლულია
дата:  1834

22 მარტს მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე, სულ მცირე, ორი პირი მოკლულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა Renault-ის მარკის ავტომობილს.

BBC-ის თქმით, მათ მოიპოვეს ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლი. იგი 30 წლის ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა, გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ასახელებს. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელი 2018 წლამდე რუსეთის ქალაქ პოდოლსკში ცხოვრობდა. ის რუსეთში 90 დღეზე მეტხანს დარჩენისთვის 5000 რუბლით დააჯარიმეს და რუსეთიდან გასვლა უბრძანეს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати