USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
მოსკოვის მერი - მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა განხორციელდა
Date:  875

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა.

სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა მოწინააღმდეგის ათივე დრონის ჩამოგდება მოსკოვის ოლქის სამხრეთით, პოდოლსკში მოახერხეს და ამას „თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“ უწოდა. მისივე თქმით, ინციდენტს ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია.

„ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების კონტროლს“, - წერს სობიანინი.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ მოსკოვთან 11 დრონი ჩამოაგდეს, ქვეყნის მასშტაბით კი დღეს 45 დრონია ჩამოგდებული.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way