USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე
дата:  349

ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) „მოსამართლეთა დევნის“ (Judicial purges) ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს (როგორც წესი, პოლიტიკური მოტივით). ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის 15 და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია, ავსტრალია, შვეიცარია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა , ლატვია და ა.შ.

მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობს ირლანდია, ფინეთი და ესპანეთი; ბოლო ადგილებზე კი გავიდა გვატემალა, სირია და ნიკარაგუა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 62 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

https://v-dem.net/data_analysis/CountryGraph/

https://v-dem.net/data_analysis/Yearcomp2Graph/

Тбилиси
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати