USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
მორიგი მწვავე გზავნილი აშშ-ს სახ.დეპარტამენტისგან საქართველოს ხელისუფლებას
Date:  496

საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის პოლიტიკოსები განცხადებებს ელვის სისწრაფით აკეთებენ - სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ "პოდიუმიდან გაკეთებული განცხადებები ქართველ კოლეგებთან უფრო პირდაპირ განხილვაზე მეტყველებს". 

მანამდე მას ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ჰკითხა, ქონდა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენს ან აშშ-ის საელჩოს რაიმე სახის კომუნიკაცია საქართველოს ამჟამინდელ პრემიერთან ოპოზიციის ლიდერის დაკავების თაობაზე და რა მოხდება ამის შემდეგ - განიხილება თუ არა სანქციები აშშ-ის მხრიდან.

"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს დემოკრატიისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება იმის უზრუნველყოფით, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემები პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან თავისუფალ იყოს. ფაქტი, რომ ამ ყველაფერს პოდიუმიდან ვამბობ, იმის მანიშნებელია, რომ უფრო პირდაპირი განხილვა გვქონდა მეორე მხარესთან, მათ შორის საქართველოში. ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისას ყოველთვის ჩვენს ღირებულებებს ვიღებთ მხედველობაში. არის ფასეულობები, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ესენია: თავისუფლება. კანონის უზენაესობა, საპროკურორო სისტემა, რაც არის დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან", - თქვა პრაისმა.

ჟურნალისტის კითხვას, ემუქრება თუ არა დაკავებები საქართველოს სწრაფვას NATO-სკენ, პრაისმა უპასუხა, რომ განვითარებული მოვლენები ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და მომავალში კიდევ დააკვირდებიან განვითარებებს.

"რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. არ მინდა ამაზე შორს წავიდე. რასაც ვიტყვი, ისაა, რომ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში. საიდუმლო არ არის, თუ რას ვფიქრობთ, რომ საჭიროა, მოხდეს საქართველოში. ვნახავთ, ეს ასე იქნება თუ არა", - თქვა სპიკერმა.

tbilisi
დიღმის მასივში მასშტაბური მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება
თბილისის მერია კიდევ ერთ მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს დიდუბის რაიონში ააშენებს. პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივში 16 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა.
აღნიშნული ცენტრის პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„დღეს, კიდევ ერთ მაგარ პროექტს ვაანონსებთ. წლების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე ჯერ ათწლიანი არსებული სტატუსის შენარჩუნებით. შემდეგ კი, ინვესტორს შეეძლო სამშენებლო სამუშაოები განეხორციელებინა, თუნდაც დაენგრია კომპლექსი და აქ კორპუსი აეშენებინა. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკრეაციული ან სპორტული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობები. ქალაქის განვითარებას, მშენებლობას, ბიზნესსექტორს ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ურბანულად სწორად უნდა მოხდეს.
ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი ცენტრი თბილისში, რაც კი აგვიშენებია - 16 000 კვ.მ-ზე განთავსებული. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ორი ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება და ეს არის სიახლე, რაც არცერთ სხვა ცენტრში არ გვაქვს. იქნება სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.
აღნიშნული პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება.
მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის დეტალებს, დედაქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი , თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way