USD 2.6266
EUR 3.0159
RUB 3.2807
Tbilisi
მორიგი კოლაფსი კრიპტოინდუსტრიაში - Voyager Digital-ი გაკოტრდა
Date:  1234

კრიპტოინდუსტრიაში მკვეთრი დაღმასვლისა და კოლაფსის ტენდენცია გრძელდება - ამჯერად გაკოტრების გამოცხადება კრიპტოპლატფორმა Voyager Digital-ს მოუწია, რომელიც სინგაპურში დაფუძნებული ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital-ის $670-მილიონიანი დეფოლტის შემთხვევასთანაა დაკავშირებული.

საქმე იმაშია, რომ 3AC-ის $670-მილიონიანი სესხი, რომლის გასტუმრებაც ჰეჯ-ფონდმა ვერ შეძლო, Voyager Digital-ის მიერ იყო გაცემული, რომელსაც, თავის მხრივ, ვალდებულებები არაერთი საფინანსო ორგანიზაციის წინაშე აქვს.

Reuters-ის ინფორმაციით, Voyager-ი ამჟამად $1 მილიარდის აქტივებს ფლობს, თუმცა მას $10 მილიარდის ვალდებულებები აქვს, რისი მომსახურების რესურსიც კომპანიას არ გააჩნია, Voyager-ზე ახალი ვალის გაცემისგან კი ყველა მსხვილი საერთაშორისო ბანკი და ფინანსური ორგანიზაცია თავს იკავებს.

კონკრეტულად რომელი ორგანიზაციებისა და ბანკების მიმართ აქვს Voyager-ს ვალდებულებები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა კომპანიის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კრედიტორთა რაოდენობა 100,000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აღწევს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ $110 მილიონის სავალუტო რეზერვით Voyager-ი თანამშრომლების ანაზღაურებას და ოფისების ოპერირებისთვის აუცილებელ ხარჯებს დაფარავს, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს გაკოტრების გეგმის შედგენა და ახალი სტრატეგიის დასახვა, რომელიც კომპანიას ვალდებულებების ნაწილის გასტუმრების საშუალებას მაინც მისცემს.

აღსანიშნავია, რომ $670-მილიონიანი დეფოლტი Three Arrows Capital-ის გაკოტრებითაც დასრულდა - ჰეჯ-ფონდის აქტივების ლიკვიდირების პროცედურა უკვე დაწყებულია.

https://bm.ge/

World
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way