USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
მოქალაქე ნათია თურნავას: იმდენად დაგაგვიანდათ მოსვლა, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის
дата:  493

რიონის პირას, კარვებში ღამისთევიდან 132-ე დღეს, ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეებს საქართველოს მთავრობის წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომპანია დროებით შეაჩერებს სამუშაოებს, ხოლო მხარეები დიალოგს დაიწყებენ.

5 მარტის ქრონოლოგია ასეთი იყო — დღის პირველ ნახევარში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერში ჩავიდნენ. თავდაპირველად დაანონსდა, რომ შეხვედრა მინისტრებთან დახურული იქნებოდა. ამის გამო შეხვედრას არ დაესწრო ჯგუფი, რომელიც რიონის ხეობაში კარვებში ათევს ღამეს და ასე აპროტესტებს ჰესის მშენებლობას. ამას გარდა, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც ცაგერში რიონის სხვადასხვა ხეობიდან იყო ჩასული.

მინისტრებს და მათ თანმხლებ პირებს გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევდათ. ცაგერში ჩატარებული წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ მინისტრები სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ — იქ, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ არიან დაბანაკებული.

ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრა დიალოგის წარმართვის სურვილით დაიწყო.

"ჩვენ რომ არ გვჯეროდეს, რომ ეს პროექტი სწორია, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით და იმ გადაწყვეტილებებს არ მივიღებდით, რომელიც მივიღეთ. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ თითოეულ თქვენგანთან ვერ მოვიტანეთ ალბათ და ვერ დაგარწმუნეთ, მისის ეს პროცესები"-განაცხადა ნათია თურნავამ, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაუშვა, რომ „შესაძლოა პროექტში რაღაც“ შეიცვალოს.

„არ იფიქროთ, რომ ეს ჩვენი შეხვედრები არის ფორმალური და შეხვედრა შეხვედრისთვის. არის ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ. როდესაც მოგაწვდით ობიექტურ ინფორმაციას თქვენ ან თქვენს ექსპერტებს, იმედი გვაქვს, რომ თქვენც შეიცვლით აზრს. მაგრამ არის საკითხები, რადგან პროექტი ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია, რომელიც ჩვენ შეიძლება ახლავე შევცვალოთ, გამოვასწოროთ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ. ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, ვინც აქ დგეხართ ამდენი დღეა და აპროტესტებთ საკითხს, რომელზეც მეტი განმარტება და მეტი კომუნიკაცია არის საჭირო, დარწმუნებული ვართ, ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რაც არა მარტო ხეობას, არამედ მთლიანად საქართველოს ინტერესებს არგებს. როგორ და რანაირად, ამაზე მზად ვართ ვიმსჯელოთ“, — თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრების შეთავაზებებს უპასუხა ვარლამ გოლეთიანმა. ვარლამ გოლეთიანი 132-დღიანი უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და რიონის ხეობის მცველების აქტიური წევრია. მისი ორგანიზებულია ქუთაისში 28 თებერვალს გამართული საპროტესტო აქცია, რომელზეც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

„მიუხედავად ამ გარემოსი და თან ამდენი ხანია აქ ვართ, მადლობელი ვარ ადამიანების, რომლებიც ამდენი ხანია ინარჩუნებენ სიმშვიდეს და კონსტრუქციულად ვახერხებთ შეხვედრას.

ჩვენს მღელვარებას იწვევს გარკვეული პუნქტები ამ ხელშეკრულებიდან. დაკმაყოფილდება საზოგადოების ინტერესი ამ კრიტიკულ ნაწილში, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა იმის, რომ გავაგრძელოთ დიალოგი გარემოსდაცვითი და სხვადასხვა მიმართულებით. 

თუკი დიალოგს ვიწყებთ და ორივე მხარე მზად არის იმისთვის, რომ რა შედეგი მოჰყვება ამას და რა შედეგით დამთავრდება. ჩვენი მხრიდან, ზოგადად, ჰესების მშენებლობას ჩვენც არ ვებრძვით. კონკრეტულ საკითხებზე გვაქვს პრობლემა. არც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ისეთი დამოკიდებულება, თუ საზოგადოების ნება არ არის, გინდა თუ არა ეს გაკეთდეს. ამიტომ დიალოგი როცა იწყება, ეს ფაქტორები უნდა იყოს წინასწარ დაბალანსებული.

ამასობაში აუცილებელი პირობაა, რომ უნდა შეჩერდეს სამუშაოები. თუ გაგრძელდა, ეს გულისხმობს იმას, რომ შენდება. ჩვენ გვინდა ისეთ დიალოგში მონაწილეობა, სადაც მართლა დაბალანსებული იქნება აშენება – არაშენების ნაწილი. თუკი კომპანია აგრძელებს მუშაობას, ეს ემოციურ ფონს წევს ადამიანებში და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მაინც გადაწყვეტილი აქვს ჰესის აშენება, მაშინ რისთვის ვხვდებით, ეს უკვე გაუგებარია.

 

 

ვარლამ გოლეთიანის ვრცელი სიტყვის მოსმენის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ის თანახმაა ამ ფორმატზე. ასევე მან დადო პირობა, რომ დიალოგის დაწყებამდე კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ.

 

ეკონომიკის მინისტრს მიმართა მაკა სულაძემ. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც კომპანიას მიწა არ მიჰყიდა.

„მე პირადად, ერთმა მოქალაქემ იმიტომ გადავწყვიტე არჩევნებზე მისვლა და თქვენი პარტიის მხარდაჭერა, ხელი მიკანკალებდა, არ ვაჭარბებ, ხელი მიკანკალებდა, ბიულეტენს რომ ვაგდებდი ურნაში, იმდენად მინდოდა თქვენი მოსვლა ხელისუფლებაში. როდესაც ამხელა ნდობა მაქვს ხელისუფლების, რომელიც ხელის კანკალით ავირჩიე, უცებ არ უნდა გამაწბილოს და არ უნდა შეიცვალოს პოზიცია. პირველი ჩემი გულისტკივილი ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყო იქიდან, რომ უცებ მე მოვტყუვდი და უცებ იმ ხელისუფლებასთან დამჭირდა იმის მტკიცება, რომ ეს პროექტი არის გაუმართლებელი, რომელიც თვითონ უმტკიცებდა წინა ხელისუფლებას, რომ “ეს პროექტი იყო გაუმართლებელი და ხალხს სწირავდა დაღუპვისთვის”. შემობრუნდა საწინააღმდეგოდ. ასე საკუთარ მოქალაქეებს არ უნდა ექცეოდეთ.

"კარგია, რომ დღეს მობრძანდით, მაგრამ ჩვენ თქვენს ასეთ მობრძანებას უფრო ადრე ველოდით. დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის. იმდენად დაგაგვიანდათ, ბატონებო და ქალბატონებო, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, როდესაც უცხოური კომპანიის თვალწინ – ჩვენ, სამართლიანად ჩვენი ქვეყნის დამცველებს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“, – უთხრა მაკა სულაძემ მინისტრებს."

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати