USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
Tbilisi
მოქალაქე მაკა მინდიაშვილის საკნონმდებლო ინიციატივა - უნდა მოხდეს მინიმალური, საათობრივი დაუბეგრავი ხელფასის დაკანონება
Date:  1189

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოიცავს და ძირითადად სახელფასო პოლიტიკას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა დააინიცირა და ბიურომ შემდგომ განსახილველად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს გადაუგზავნა.

საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ უნდა მოხდეს ხელფასების ინდექსაცია; ასევე მინიმალური, საათობრივი დაუბეგრავი ხელფასის დაკანონება; 8-საათიანი სამუშაო დრო; ღამის ცვლის დროს გაორმაგებული საათობრივი ანაზღაურება; შესვენების დროის ანაზღაურება, რომელიც 8 საათის მუშაობის დროში უნდა შედიოდეს; შრომის კოდექსში მითითებულ უქმე დღეებში ხელფასის გაორმაგებით გაცემა; ნებისმიერ სამსახურში შრომითი ხელშეკრულების დადება, სტაჟირების, ან გამოსაცდელი ვადით აყვანილი თანამშრომლების უხელფასოდ მუშაობის აკრძალვა, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა; ხელფასების ზრდა 6-24 თვეში ერთხელ, ანაზღაურებადი შვებულება და დეკრეტი და ა.შ.

„შრომის კოდექსში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩასწორებები, სადაც ნათლად გაიწერება ყოველი სიტყვა, რომ დამსაქმებლებს და მათთან დასაქმებულ იურისტებს აღარ მიეცეთ შრომის ხელშეკრულებაში, თავის სასარგებლოდ სიტყვებით მანიპულირების საშუალება“, - წერს საკანონმდებლო წინადადების ავტორი.

tbilisi
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
See all
Survey
By the way