მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელიც - 45 წლის მამაკაცი, ალექსანდრე მარტინოვიჩი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა.
მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.