USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
მონაწილეობს თუ არა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ?!
Date:  237

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვაზე - ადასტურებს თუ არა ფინანსთა მინისტრი ინფორმაციას, რომ მას შეტანილი აქვს განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიმა კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ „ეს არის კონკურსი, რომელსაც პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს. თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ ინფორმაცია არის ღია, ამ ინფორმაციას მოგაწვდიან და შესაბამისად, თქვენ ამ ინფორმაციით იხელმძღვანელებთ“.

ამგვარად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს.

ლაშა ხუციშვილმა გოცირიძის პასუხად აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მასთან კავშირი არა აქვს და არც პრეზიდენტზე ზეწოლას აქვს ადგილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ მიმართა კითხვით, ადასტურებს თუ არა, რომ შეიტანა განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნულ ბანკში კლანური გადატრიალება ხდება, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოში უკვე არიან მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილისადმი მორჩილებით გამოირჩევიან.

„თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც პარლამენტში კატაკლიზმები გამოიწვია, რომლის გამოც „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება მოხდა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის შესახებაც სავალუტო ფონდმა თქვა, რომ წლების ნაშენებ სისტემას ანგრევთ.

ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ეს ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თქვენი კანდიდატურა პრემიერ მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და სალომე ზურაბიშვილმა თქვენს კანდიდატურაზე უარი თქვა.

ამ ამბებს კიდევ უფრო მეტი რამ მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით და გამოაცხადა კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე.

ადასტურებთ თუ არა, რომ შეიტანეთ განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში და ხდება თუ არა ზეწოლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე?“ - მიმართა ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way