USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
მონად გაყიდული ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები დღემდე აუქციონებზე იყიდება
дата:  2700
იყო ერთი ბიჭი, გვარად ჯაბადარი კახეთიდან, გაიტაცეს ან გაყიდეს ირანში მონად. გარეგნობისა და ნიჭით წყალობით ქართველი ბიჭი შაჰის კარზე მოხვდა და საბოლოოდ მხატვარი. ილუსტრატორი და ფერმწერი გახდა.
ჯაბადარის ნამუშევრები საქართველოში მე არ მინახავს, არც ვიცი გვაქვს თუ არა, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიდ გალერეებშია, მათ შორის მეტროპოლიტენ მუზეუმში, ლონდონში, გერმანიაში, საფრანგეთში, ერმიტჟში.... ნამუშევარზე, რომელუც ერმიტაჟში ინახება, ქართულად დაუწერია ორი პერსონაჟის სახელ-გვარებიც.
ალი-ყული ჯაბადარი დაახლოებით 1665-1694 წ, იყო ევროპული და აღმოსავლური სტილის მხატვარი, არ ჩამოუვარდებოდა კი არა და ერთერთი პირველიც იყო იმ ეპოქის მხატვრობაში.
მისი ბევრი ნამუშევარი დღემდე ლონდონის დახურულ აუქციონზე იყიდება.
უამრავი ნამუშვარი აქვს,ყველას ვერ გთავაზობთ, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ამ აუქციონებიდან საქართველოსაც შეეძინა, რადგან ძველი დროის ქართველ მხატვრებზე ძალიან ცოტა გვაქვს ინფორმაციაც და ნამუშევრები (საერთოდ თუ გვაქვს რამე)
ჯაბადარი (Aliquli Jabbadar ) იმ ეპოქის უძლიერესი მხატვარი, უნდა ვიცნობდეთ მას.
მანანა კიკაბიძე.
 
 
 
 
общество
„საქსტატი“ - მოსახლეობის 82% მართლმადიდებელი ქრისტიანია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ამის შესახებ გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

„მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა 4.1%-ით ანუ 126 ათასი კაცით. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის 2.6%, კათოლიკეების 0.6%, ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევრებზე, ჯამურად, 3.8% მოდის.

მოსახლეობის 85%-სთვის ქართული ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას. აღნიშნული მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია გასული 10 წლის განმავლობაში 2.7%-ით ანუ დაახლოებით 89 ათასი კაცით. 6.8%-სთვის მშობლიური ენაა აზერბაიჯანული, 3.5%-სთვის სომხური, ხოლო 1.4%-სთვის რუსული”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати