USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
"მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს" - BBC თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
Date:  690

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებისა და ბოლო საათებში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. "მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს",- წერს BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართულ პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის შეტაკება პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ მოხდა. სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის მანქანა და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ბრიტანული მედია ყურადღებას აქციის ჩატარების თარიღზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად დაიგეგმა.

"პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ხალხის ნებისადმი დამორჩილებისკენ, ასევე "ქართული ოცნების" ლიდერების დაკავებისკენ მოუწოდებს",- აღნიშნულია სტატიაში.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ დემონსტრაციას წინ უძღოდა ბოლო თვეებში აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way