USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
მომდევნო 10 წელი ჩინეთი სოფლის პროდუქტების წამყვან იმპორტიორად დარჩება
дата:  670

ჩინეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წამყვან იმპორტიორად დარჩება მსოფლიოში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში – USDA.

USDA-ს ექსპერტების აზრით, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, დასავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის რეგიონები, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გლობალურ ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენენ საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო APK-Inform იტყობინება.

კერძოდ, USDA-ს პროგნოზების მიხედვით, ჩინეთი დარჩება სოიას მარცვლების მსოფლიოში წამყვან იმპორტიორად: ის 2033/34 წწ-მდე მსოფლიო სოიას იმპორტის 62.4%-ს შეადგენს.

ჩინეთიდან მოთხოვნა ხელს შეუწყობს სოიას ვაჭრობის მუდმივ ზრდას მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ხოლო მსოფლიო სოიოს იმპორტი 44,8 მილიონი ტონით (+25,3%) 221,6 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ჩინეთის საფურაჟე მარცვლეულის წლიური იმპორტი 44,2 მილიონ ტონას მიაღწევს. 2033/34 წწ-მდე (+3,4 მილიონი ტონა), მაგრამ 2020/21 წლებში მიღწეულ ისტორიულ მაქსიმუმზე 50,5 მილიონი ტონა დაბალი იქნება.

ასევე, 2033/34 მარკეტინგულ წელს, ჩინეთი, მსოფლიოში სიმინდის ყველაზე დიდი იმპორტიორი, წინასწარი პროგნოზით 26 მილიონი ტონა სიმინდის შესყიდის. მოსალოდნელია, რომ ჩინეთში საკვებზე მოთხოვნის ზრდა გადააჭარბებს სიმინდის შიდა წარმოების ზრდას.

საკვებ კულტურებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პროგნოზირებულია, რომ ჩინეთის სორგოსა და ქერის იმპორტიც მნიშვნელოვნად გაიზრდება 2033/34 მარკეტინგულ წელს 9,1 მილიონ ტონამდე და 8,6 მილიონ ტონამდე შესაბამისად.

ეაც შეეხება ხორბალს შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, 2022-2023 მარკეტინგულ წელს ჩინეთი იყო ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი, შეისყიდა რა 12 მილიონი ტონა, იუწყება World-Grain.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати