USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
მომავალ კვირას აშშ-ს ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ეწვევიან
Date:  691

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელი მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევიან და აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავენ, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ამჟამად ვიზიტით ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი, ხოლო ევროპის ქალაქებში აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომდგენლები იმყოფებიან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხებზე მუშაობენ.

„ხოლო პრეზიდენტი მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევიან“, - თქვა უოლცმა.

უოლცმა დადებითად შეაფასა ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები, რომლის პირველი რაუნდი გუშინწინ საუდის არაბეთში გაიმართა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way