USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია იმარჯვებს
Date:  858

წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს, - ინფორმაციას მედია საშუალებები მოლდოვის საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების 95 %-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის პარტიას ამ დროისთვის ხმათა 48 % აქვს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკი 30%-ით. მესამე ადგილს კი პარტია „შორი“ იკავებს, რომელმაც არჩევნებში ხმების 6.43% მოიპოვა.

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way