USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა
Date:  940

ბიულეტენების 99,62%-ის დათვლის შემდეგ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ექსპრემიერი და პროევროპული ძალების წარმომადგენელი მაია სანდუ ლიდერობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, სანდუმ ხმების 57,52% მოიპოვა, მის მეტოქე იგორ დოდონს კი ხმა ამომრჩევლების 42,48%-მა მისცა. არჩევნებზე აქტივობამ 52,76% შეადგინა, ხმა 1,6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა.

მაია სანდუ, რომელიც მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტია, მოლდოვასა და ევროპას შორის მჭიდრო კავშირის მომხრეა, იგორ დოდონს კი ღიად უჭერს მხარს ოფიციალური მოსკოვი.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way