USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა
дата:  687

მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა - ბლოგერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

“კავკაზ რეალის ინფორმაციით, მკვლელობა ავსტრიაში, ქალაქ გერასდორფში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ის თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.  ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი ჩეჩნეთიდან იყო. ის ავსტრიის პოლიციამ ქალაქ ლინცში დააკავა. 

ჩეჩენი ბლოგერი რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. მას YOUTUBE არხი ჰქონდა და ის საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო სახელით"ანზორი ვენიდან". უმაროვი ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპაში მყოფი ჩეჩნები, რომლებიც კადიროვს და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდნენ და ქვეყნის დატოვება მოუხდათ, მკვლელის სამიზნეები გახდნენ. წელს ერთი ჩეჩენი ბლოგერი უკვე მოკლეს და მეორეს თავს დაესხნენ. 

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. Belligcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსული Insider-ის ახალი ერთობლივი გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა, ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ელიტარული ქვედანაყოფის "ვიმპელის" ბაზაზე გაიარა.

 

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати