USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
дата:  842
მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
 
გზისპირა სივრცეზე ეწყობა ავტოსადგომი და სკვერი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
 
გათვალისწინებულია ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება, მოაჯირის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონტაჟი და გზისგან გამყოფ ზოლში მწვანე გაზონის მოწყობა. სივრცე, მოსასვენებელი სკამებით, დეკორატიული გარე განათებებით და ყვავილოვანი მცენარეებით შეივსება.
 
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მცხეთას კიდევ ერთი ლამაზი ტურისტული სივრცე შეემატება.
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати