USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
"მივიღეთ განახლებული წინადადება" - რა ეტაპზეა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაფორმება?
Date:  460

წყარო:https://bm.ge/

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაფორმება დაზუსტების ეტაპზეა, - ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა უთხრა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახლა კონსორციუმიდან მიღებული წინადადება მუშავდება. ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ ბოლო ცნობებს კი, საზოგადოება მომავალ კვირაში შეიტყობს.

"ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად და მომავალ კვირას გავაცნობთ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა ანაკლიის მშენებლობა. ანუ, აქტიურად მიდის მშენებლობის პროცესები. გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევები თითქმის დამთავრებულია. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პრეტენდენტ კომპანიასთან, რომელიც კერძო საინვესტიციო პარტნიორი იქნება ანაკლიის პორტში. ჩვენ, მივიღეთ განახლებული წინადადება და ახლა, კონსულტანტები ახდენენ ამ წინადადების დამუშავებას. ასე რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზე, რომ კერძო პარტნიორი შეირჩეს და შემდეგი ეტაპები პორტის განვითარების იყოს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის.

ჩვენ მივიღეთ წინადადება, შემდეგ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვაზუსტებით დეტალებს და უკვე დაზუსტებული დეტალები მივიღეთ. სამუშაო პროცესია, თუ როდის გაფორმდება შეთანხმება", - უთხრა დავითაშვილმა bm.ge-ის.

შეგახსენებთ, მთავრობამ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ პირვლემა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-მა გაიმარჯვა. მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) დაიწყოაღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

tbilisi
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way