მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
მან ღონისძიებას, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის კრიტიკული გამოსვლის გამო ევროპული კოშმარი უწოდა.
ჰოისგენის თქმით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სიტყვამ ცხადყო, რომ ევროპასა და ამერიკას საერთო ღირებულებები აღარ გააჩნიათ. ამის შემდეგ ჰოისგენს ხმა ჩაუვარდა, ატირდა და ტრიბუნა დატოვა.
„ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვშიშობთ, რომ ჩვენი საერთო ღირებულებების ბაზა აღარ არის ისეთ საერთო, როგორც ადრე იყო. ყველა იმ ევროპელი პოლიტიკოსის მადლობელი ვარ, ღირებულებებსა და პრინციპებზე ისაუბრა“, - თქვა ჰოისგენმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.