USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს იტირა
дата:  498

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

მან ღონისძიებას, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის კრიტიკული გამოსვლის გამო ევროპული კოშმარი უწოდა.

ჰოისგენის თქმით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სიტყვამ ცხადყო, რომ ევროპასა და ამერიკას საერთო ღირებულებები აღარ გააჩნიათ. ამის შემდეგ ჰოისგენს ხმა ჩაუვარდა, ატირდა და ტრიბუნა დატოვა.

„ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვშიშობთ, რომ ჩვენი საერთო ღირებულებების ბაზა აღარ არის ისეთ საერთო, როგორც ადრე იყო. ყველა იმ ევროპელი პოლიტიკოსის მადლობელი ვარ, ღირებულებებსა და პრინციპებზე ისაუბრა“, - თქვა ჰოისგენმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати