USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
მიწისძვრის ზონაში უვნებლად გადარჩა რომაელების მიერ აგებული ხიდი მდ. ევფრატის შენაკადზე
дата:  1134
რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, თურქეთში მიწისძვრის  ზონაში უვნებლად გადარჩენილ, რომაელების მიერ აგებული, ხიდის შესახებ წერს.
 
როგორც ამ ხიდზე შემორჩენილი ლათინურენოვანი წარწერა გვაუწყებს, იგი რომის იმპერატორმა ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა (146-211 წწ) ააგო და თავდაპირველად მას 4 სვეტი ამშვენებდა.
 
აქედან 1 სვეტი თავად იმპერატორს განასახიერებდა, 1 - მის მეორე მეუღლეს. დანარჩენილი 2 კი მის ვაჟებს - კარაკალასტანსა და გეტას.
მამის სიკვდილის შემდეგ ვაჟები გახდნენ თანაიმპერატორები, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მათ ერთმანეთში ქიშპობა დაიწყეს. უფროსმა ძმამ (კარაკალასტანმა) უმცროსი (გეტა) მოკლა და მისი ხსოვნის წაშლის მიზნით, ყველაფერი გაანადგურა იმპერიაში რაც კი მის სახელს უკავშირდებიდა. მათ შორის გაანადგურა მამის მიერ ამ ხიდზე გეტას სახელზე დადგმული მეოთხე სვეტიც. ამიტომ დღესაც ამ ხიდს მხოლოდ სამი სვეტი აქვს.
 
ბედის ირონიაა, რომ მოგვიანებით უფროსი ძმა სწორედ ამ ხიდის სიახლოვეს მოკლეს საკუთარმა ხელქვეითებმა ისევე მუხანათურად, როგორც მან თავის დროზე მოკლა საკუთარი ძმა.
 
ასე რომ, არცერთი ძალაუფლება მუდმივი არაა გინდ რომის იმპერატორი იყავი.
 
ეს ხიდი ამ სისხლიანი ისტორიის შეხსენების ძეგლიცაა. კარგია, რომ ამ მიწისძვრასაც გადაურჩა.
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати