USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
მიწისძვრის გამო ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა შეწყდა
дата:  911

აშშ-ს შტატ ნიუ-ჯერსიში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, რყევა იგრძნობოდა ნიუ-იორკშიც და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მიწისძვრის მომენტში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა შეწყდა.

"ეს მიწისძვრაა?" თქვა Save the Children-ის წარმომადგენელმა ჟანტი სოერიპტომ, რომელიც იმ დროს საუბრობდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:20 საათზე მოხდა. მსხვილი ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 40 წელიწადია არ ყოფილა ამ სიმძლავრის მიწისძვრა, ანუ 1983 წლის შემდეგ, როცა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ნიუკომბთან ახლოს ნიუ-იორკში დაფიქსირდა.

https://www.bbc.com/

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати