USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
მიტ­რო­პო­ლი­ტი დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი -პანდემიასთან ომში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი ვაქ­ცი­ნა­ცია
თარიღი:  916
მიტ­რო­პო­ლი­ტი დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კითხს “ფე­ის­ბუქ­ში” ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს, რომ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლი­სას ვაქ­ცი­ნა­ცია მთა­ვა­რი ია­რა­ღია.
 
“პან­დე­მია, არის უხი­ლა­ვი ომი, რო­მელ­საც ხალ­ხი სა­ა­ვად ­მყო­ფო­ებ­ში და სიკ­ვდი­ლამ­დე მიჰ­ყავს. ანად­გუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ამ­ცი­რებს ეკ­ლე­სი­ის მრევლს, ხუ­რავს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სკო­ლებს, ქმნის ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს.
 
ამ ომში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღია ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც აღად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნორ­მა­ლურ ყო­ფას. ასეთ ომში მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო სა­ში­შია, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნის შე­საძ­ლო გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი.
 
ისი­ნი, ვინც ქრის­ტი­ა­ნებს ურ­ჩე­ვენ, არ მი­ი­ღონ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი, პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ადა­მი­ან­თა ავად­მყო­ფო­ბა­ზე და მათ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე” – წერს მიტ­რო­პო­ლი­ტი დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი.
 
მან ტექსტს თან და­ურ­თო ბერ­ძე­ნი მიტ­რო­პო­ლი­ტის, იე­რო­თე­ო­სის ფოტო, რო­მელ­ზეც ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის დრო­საა აღ­ბეჭ­დი­ლი.
 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მიტ­რო­პო­ლი­ტი დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი 
მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის