USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე: მეფე ფარნავაზი და პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო
თარიღი:  5618

საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებლის, ანბანის გამავრცელებლის, ქართული მწიგნობრობის ფუძემდებლის, მეფე ფარნავაზის ცხოვრება აღწერილია ქართველთა უმთავრეს საისტორიო, ეროვნული სიწმინდის ხარისხამდე ამაღლებულ წიგნში, რომელსაც ქართლის ცხოვრება ეწოდება. მიჩნეულია, რომ ქართლის ცხოვრების შესავალი, თარგამოსიანთა გენეალოგია, თვით რედაქტორს შეუდგენია (კერძოდ, მას თავისი დროის მოთხოვნილების შესაბამისად დაუწერია ძველ წყაროთა გამოყენებით ამბავი რვათა ძმათაგამოსვლა ხაზართა, `შემოსვლა ალექსანდრესი), ხოლო ცხოვრება ფარნავაზისი“ – უკვე არსებული ძველი ქართული საისტორიო მოთხრობა, თავისი გემოვნებით გაუმართავს და ჩაურთავს წიგნში.
ქვეყნის გამაერთიანებელი პირველი მეფის მამის სახელი მემატიანისათვის უცნობია, სამაგიეროდ მისთვის ცნობილია სახელი მამისძმისა. ამასთან დაკავშირებით პავლე ინგოროყვა წერს  –ლეონტი მროველი აქ, ჩანს, იმეორებს რომელიღაც ძველი საისტორიო წყაროსცნობას (ტ. IV, გვ. 523).
მემატიანეფარნავაზისამბისგადმოცემისასწერს, რომ ფარნავაზი იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა (ქართლისცხოვრება, I, გვ. 20). მისიგენეალოგია, ცხადია, წყვეტილებით, ასეთია:
ფარნავაზამდედიდიხნითადრე, ქართველთაერთმთავარწინაპართაგანი -ქართლოსი,დასახლებულა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე არმაზის მთაზე. აქ აუშენებია სიმაგრეები (შემდგომში აქ არმაზის კერპი აღმართეს, იქ ამდეკიამმთისსახელი ქართლიყოფილა). ქართლოსს აუშენებია ორბის (შემდგომ სამშვილდედ წოდებული) დახუნანის (ანუმტუერის) ციხეები. უცოცხლია დიდხანს.

2-dz-II-ataswleuli-targamosi

ქართლოსისა და თარგამოსის შთამომავალთ ერთმანეთში სიყვარულით უცხოვრიათ, შემდგომ კი აშლილან და დაკნინებულან. ამ მიზეზით მათ შორის აღარავინ ყოფილა უწარჩინებულესი და უსახელოვანესი. ადგილ-ადგილ თავადები (გამოჩენილი მეთაურები) ჩნდებოდნენ, მაგრამ მცხეთის თავადი ყველაზე წარჩინებულად ითვლებოდა სხვებთან შედარებით. მას მეფის, ან ერისთავის სახელი არ ეწოდებოდა, არამედ მამასახლისი. ის გამზავებელი და მოსამართლე იყო ქართლოსიანთა შორის.
სწორედ ამ დროისათვის დაუვიწყნიათ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ქართველთა წინაპრებს სწამდათ, დაუწყიათ მსახურება მზისა, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავისა, მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა.

3-dz-II-ataswleuli-qartlosis-shvilebis-miwa-wyali

დიდი ხნის შემდგომ გამოჩენილა ალექსანდრე მაკედონელი. იგი სხვა ქვეყანათა დაპყრობის შემდგომ შემოსულა ქართლში, სადაც მას უხილავს მკვიდრნი ქვეყნისა;
უნდა ითქვას, რომ აქ „ქართლის ცხოვრების“ მემატიანეს მიერ გადმოცემული ამბავი აშკარად არეულია, ჩანს არა მარტო სხვადასხვა წყაროს, არამედ სხვადასხვა კონცეფციის გავლენაც.
მაგალითად, როგორც ვიცით, სხვა წყაროს, მოქცევაA ქართლისაAს“ – კონცეფციის თანახმად, ქართველების სამხედრო ელიტა სამხრეთის არიან-ქართლის ქვეყნიდან გადმოსახლებულა მაკედონელის დროს. ამ დროისათვის ქართველი ხალხი უკვე ჩამოყალიბებული ყოფილა „არიან ქართლის“ მიწაწყალზე. უკვე არსებულა ქართული ენა, შემდეგი ეპოქის, მე-12 საუკუნის მემატიანის არსენ ბერის სიტყვით ის ქართული ენა, რომლითაც მეტყველებდა ქართველობა მე-12 საუკუნეში, უკვე არსებულა არიან ქართლის ქვეყანაში, ის იქაური ქართველი ხალხის ენა ყოფილა.
ამ მოსაზრებისაგან განსხვავებულია ქართლის ცხოვრების კონცეფცია.
ქართლის ცხოვრების კონცეფციით კი ქართველობა ხალხად ყალიბდება საქართველოს მიწა-წყალზე. ე.ი. არ გადმოსახლებულა.
ზემოაღნიშნული ამბის გადმოცემის დროს, როგორც აღინიშნა, ქართლის ცხოვრებაში ეს ორი კონცეფცია ერთმანეთშია არეული.
მაგალითად, ქართლის ცხოვრების ცნობით, მაკედონელს ქართლში ხვდება ქართველობა და… უცხო ერი – ბუნთურქები და ყივჩაღები.
აქ, ცხადია, აღებულია მოქცევაAს ამბავი, რომელიც სათანადოდ არაა შეჯერებული ქართლის ცხოვრების კონცეფციასთან.
ქართლში შემოსვლის შემდგომ ალექსანდრე მაკედონელი შეებრძოლა და დაამარცხა ზოგიერთ კუთხეში მცხოვრები არაქართული ტომები – მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყვევნა და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი (ქ. ც. I, გვ. 18). არაქართველთა მოსპობის შემდეგ დარჩენილ ქართველ მოსახლეობას (ქართლოსიანებს) პატრიკად დაუტოვა მაკედონელი აზონი, იარედოსის ძე. მას ემორჩილებოდა 100000 რომაელი ქვეითი.
მათი სარწმუნოება, მემატიანეს გადმოცემით, ასეთი იყო: ებრძანა აზონს ალექსანდრეს მიერ ქართველთა ქვეყანაში დანერგილიყო თაყვანისცემა მზისა, მთვარისა, ხუთი ვარსკვლავისა, მსახურება უხილავი ღმერთისა, ყოვლის დამბადებლისა.

13-dz-IV-III-ss-qartlis-geografiuli-nawilebi

ალექსანდრეს წასვლის შემდგომ აზონმა მიატოვა ეს სარწმუნოება  –იწყო კერპთმსახურებად და შექმნნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ. აზონი სასტიკი და სისხლიანი კაცი ყოფილა, მას ქართველთათვის იარაღის ტარების ნებაც კი არ დაურთავს – გაუცია ბრძანება: ყოველმან ქართველთაგანმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალით იგი – და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა.
სწორედ ასეთ დროს გამოჩენილა ფარნავაზი – ქართველთა განმათავისუფლებელი.
სიყრმიდანვე კავკასიის მთებში ლტოლვილი ფარნავაზი სახელოვან ვაჟკაცად აღზრდილა. ის იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი.
მცხეთაში დაბრუნების შემდგომ ის გაუცნიათ აზონისათვის, როგორც სახელგანთქმული მონადირე. `შეიყვარა იგი აზონმან მონადირეობისათვის~.
აზონთან დაახლოებას დიდად შეუშინებია დედა ფარნავაზისი, ევედრებოდა შვილს დაეტოვებინა მცხეთა, ქართლი და წასულიყვნენ, რათა აზონის ხელს დასხლტომოდნენ. მართლაც ოჯახმა გადაწყვიტა სხვაგან, ფარნავაზის დედის ქვეყანაში გადასახლება. მემატიანე განაგრძობს:
მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, თითქოსდა იგი იყო ერთ უკაცურ სახლში, უნდოდა გასვლა და ვერ გადიოდა. მაშინ სარკმლიდან შემოვიდა მზის სხივი შემოერტყა წელზე, გაიზიდა და გაიყვანა სარკმელიდან. და როდესაც ველზე გავიდა მზე, ფარნავაზმა ის იხილა დადაბლებული, ხელით შეეხო მზის პირს, მოხოცა ცვარი და იცხო თავის პირზე. გაიღვიძა ფარნავაზმა, გაუკვირდა და თქვა – ეს სიზმარი ალბათ დედაჩემის სამშობლოში ჩასვლის შემდეგ ამიხდება, იქ სიკეთეში ვიქნებიო.
იმ დღეებში ფარნავაზი სანადიროდ გაემართა და დიღმის ველზე ირმებს გაეკიდა. ირმები თბილისის ხრიოკებისაკენ გაიქცნენ. მისდევდა ფარნავაზი, სტყორცნა ისარი, ჰკრა ირემს, მან ცოტა გაიარა და დაეცა კლდის ძირში. ამასობაში დაღამდა, ჩამოქვეითდა ფარნავაზი და ირემთან გადაწყვიტა ღამის გათენება. ამ დროს გაწვიმდა ძლიერ. კლდის ძირში ფარნავაზმა გამოქვაბული შეამჩნია, ამოქოლილი. ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი, რათა სიმშრალეში შესულიყო. შევიდა შიგნით და იხილა განძი მიუწვდომელი, ოქრო და ვერცხლი, უთვალავი ჭურჭელი ოქროვერცხლისა. ძლიერ გაუკვირდა, აღივსო სიხარულით და გაახსენდა სიზმარი. ისევ ამოქოლა გამოქვაბულის კარი. უთხრა ეს ამბავი დედასა და ორ დას. გამოიტანეს ეს განძი მალვით.
ამის შემდგომ აზონის ქმედება მიუთითებს იმის შესახებ, თუ რა ძლიერი იყო იმ უძველეს დროსვე, ქრისტეშობამდე ასწლეულებით ადრე, ქართველთა შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობა და ქართველ ტომებს როგორ ჰქონდათ შენარჩუნებული ეთნიკური ერთიანობის სიმძაფრე.
განძის პოვნით უცებ გამდიდრებულმა ფარნავაზმა, უპირველეს ყოვლისა, გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ეგრისის დასავლურ ქართული საერისთავოს მეთაურთან – ქუჯისთან და შეატყობინა მას მომხდარი ამბავი.
ფარნავაზმა შეუთვალა სურვილი, თავისი განძით მისულიყო ქუჯისთან და ერთიანი ძალით შებრძოლებოდნენ აზონს – ქართველთა ქვეყნის დამპყრობელს.
მემატიანე წერს, რომ ამ ამბის მოსმენით `განიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და ჰრქუა: აღსდეგ და მოვედ ჩემ თანა, ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა, და ხვასტაგითა შენითა, განგიმრავლნე სპანი შენნი, ვიდრე გამოვჩნდეთ მტრად აზონისა, მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყვედილთა მისგან და მიწყვედულთა (ქ.ც. გვ. 22).
პასუხის მიღების შემდეგ ფარნავაზი დედითა და დებით სიხარულით წავიდა ქუჯისთან.
ქუჯი ასეთი სიტყვებით შეეგება მას: შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი… შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი(გვ. 22).
ფარნავაზი ამ დროისათვის, როგორც ვიცით, უბრალო, ყოველგვარი პატივისა და თანამდებობის უქონელ პირს წარმოადგენდა, ხოლო ქუჯი ეგრისის ვრცელი ქვეყნის მფლობელი იყო, ამიტომაც მისგან თავისი თავის მონად, ხოლო ფარნავაზის `უფლად~ გამოცხადება აიხსნება გენეალოგიური უფროს-უმცროსობითი ურთიერთდამოკიდებულებით, რაც ძველი დროისათვის იყო დამახასიათებელი და სავალდებულოდ შესასრულებელი. ფარნავაზი `ქართლის თავთა შვილია~, ამიტომაცო, ამბობს ეგრისის თავთა შვილი, – მე შენ უნდა დაგემორჩილო, შენ `ჩვენი უფალი ხარო. ასეთი ურთიერთობა გვაფიქრებინებს, რომ თავდაპირველ გენეალოგიურ ვარიანტში, რომელსაც შემდგომ ასახვა ვერ უპოვნია `ქართლის ცხოვრებაში, გენეალოგიური შტო, ჩანს ასეთი სახით იყო გადმოცემული:

ქუჯიცა და ფარნავაზიც ერთი წინაპრის შთამომავალნი არიან, მაგრამ ფარნავაზი პირმშოებითი უფლების ძალით ოჯახში, გვარში, უფროსად ითვლება, ის უფალია, მისი ყველა ნათესავი მას უნდა დაემორჩილოს. ასეთია იმ ჟამის კანონი.
ფარნავაზმა და ქუჯიმ მოილაპარაკეს ოსებთან და ლეკებთან, ისინი სიხარულით დათანხმდნენ აზონის წინააღმდეგ აჯანყებას, რადგანაც არ სურდათ მისთვის ხარკის მიცემა. მათგან მიიღეს დამხმარე სამხედრო ძალა, ეგრისში შეიკრიბა უთვალავი სპა. შეუტიეს აზონს.აზონი დამარცხდა და თავი შეაფარა კლარჯეთს. ფარნავაზი შევიდა მცხეთაში, იმავე წელს დაიმორჩილა ყოველი ქართლი, კლარჯეთის გარდა – ასე წერს მემატიანე, – დაიპყრა ყოველი ქართლი თვინიერ კლარჯეთისა, აქ უთუოდ ყოველი ქართლის ქვეშ იგულისხმება როგორც აღმოსავლეთი, ასევე დასავლეთი საქართველო- სწორედ დასავლეთ საქართველო წარმოადგენდა ფარნავაზის საყრდენ ბაზისს აზონის წინააღმდეგ აჯანყებისას.
აზონს ფარნავაზის წინააღმდეგ ომში დაეხმარა საბერძნეთი – მისგან მიიღო დიდძალი დამხმარე ძალა, სამაგიეროდ ფარნავაზს –  ასურისტანის მეფე ანტიოქოზი. კიდევ ერთხელ შეებრძოლნენ ერთმანეთს აზონისა და ფარნავაზის ჯარები – არტაანის ნაქალაქევში, რომელსაც ჰური ანუ ქაჯთა ქალაქი ერქვა. ბერძენთა ჯარები დაამარცხეს ქართველებმა, მოკლეს აზონი, შეიჭრა ფარნავაზი საბერძნეთის საზღვრებში –  შევიდა ანძიოძორში და უკან დაბრუნდა ეკელეცის გზით. კლარჯეთი შეუერთა თავის სამეფოს და დაბრუნდა მცხეთაში.

6-dz-IV-s-sagvrebi-azos-dros

ქართლის სამეფოს საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით დაიდო მდინარე ეგრისწყალზე. ამ მდინარის მარჯვენა სანაპიროც (ისევე როგორც მარცხენა) წარმოადგენდა ეგროსის წილს, ე.ი. წარმოადგენდა ეგროსის შთამომავალთა საცხოვრისს (ვიდრე ხაზარეთის მდინარემდე საცა წარსწუდების წუერი კავკასისა), მაგრამ ეგრისწყალსა და ხაზარეთის მდინარეს (ე.ი. მდ. ეგრისწყალსა და მდ. ყუბანს) შორის მცხოვრებმა ეგრისელებმა არ ინებეს განდგომა ბერძენთა სახელმწიფოსაგან და შესვლა ფარნავაზის სამეფოში. საზღვარი ყოველი ქართლისა“  ამ მიმართულებით დაიდო მდინარე ეგრისწყალზე. მემატიანე წერს – ხოლო ეგრისწყალს ქვემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა, ხოლო ეგრისის მეორე ნაწილი შევიდა ქართლის სამეფოში, თავისი სახელმწიფო ფარნავაზმა დაყო საერისთავოებად. პირველთა შორის მემატიანე ასახელებს ეგრისს და მის ერისთავს ქუჯის. ის გახდა სიძე ფარნავაზისა და მიიღო საერისთავოდ ყოველი ქართლის ქვეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა. მან ააშენა ციხე-გოჯი. მარგვეთის საერისთავოში შედიოდა მიწები მდინარე

რიონსა და ლიხის მთას შორის. შემდეგი საერისთავოები იყვნენ კახეთში, ხუნანში, სამშვილდეში, წუნდაში, ოძრხეში, კლარჯეთში. ერთი ერისთავი დაადგინა – სპასპეტად, მას შიდა ქართლიც მიეცა საგამგეოდ, ის წარმოადგენდა მეფის შემდეგ პირველ თანამდებობის პირს, ყველა ერისთვის განმგებელს. თავის მხრივ ერისთავებს ემორჩილებოდნენ სპასალარები და ათასისთავები, მათგან შემოდიოდა საერისთავო და სამეფო ხარკი.

7-dz-IV-s-qalaqebi-moqcevais-mixedvit

ფარნავაზმა ააშენა ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოში დანგრეული ქალაქები და ციხეები, დედაქალაქ მცხეთას კი შემოავლო გალავანი.
ფარნავაზს შეუქმნია თავის სახელზე –  კერპი არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზი ერქვა. ეს არმაზის კერპი აღმართა ქართლის მთის თავზე. დიდი დღესასწაული გადაიხადა კერპის აღმართვისას.
გამეფებისას 27 წლის იყო. 65 წელი ნებიერად იმეფა. აღაშენა და განავსო ქართლი.
ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა, რის გამოც ქართულის გარდა სხვა ენა საქართველოში არ იხმარებოდა. მანვე შექმნა ქართული მწიგნობრობა.
სიკვდილის შემდეგ არმაზის კერპის წინ დაასაფლავეს.
ასე გადმოგვცემს ფარნავაზის ცხოვრებას ჩვენი მატიანე.
ქართლის, ანუ იბერიის ერთიანი დიდი სახელმწიფოს წარმოქმნას მეცნიერები ქრისტეშობამდე IV-III საუკუნეებით ათარიღებენ.
ფარნავაზისა და მისი მემკვიდრე მეფეების ანუ ფარნავაზიანების დროს მცხეთაში – სამეფოს დედაქალაქში, შენდებოდა ციხესიმაგრეები, სხვადასხვა ნაგებობანი, კიდევ სხვა კერპებიც აღუმართავთ. ფარნავაზის მიერ არმაზის აღმართვის შემდგომ მეფე საურმაგმა აღმართა კერპი აინინა, იწყო არმაზის ციხე-ქალაქის შენება. მეფე მირვანმა დანინას კერპი აღმართა, დაასრულა არმაზის მშენებლობა. მეფე ფარნაჯომმა კერპი ზადენ მთაზე აღმართა, ციხეც აუშენა. არსოკ მეფემ – ქალაქს სხვა ზღუდე შემოავლო. მეფე არტაგს კი არმაზში შიდა ციხე (აკროპოლისი) აუშენებია.
მათი შემდგომი მეფეები უკვე საკუთრივ მცხეთას აშენებდნენ, ანუ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქალაქს.
დედაქალაქს იცავდნენ რთული თავდაცვითი სისტემის მეშვეობით. არმაზ-ციხე სომხეთიდან, ალბანეთიდან და დასავლეთ საქართველოდან მომავალი გზების თავშეყრის ადგილას იდგა, ზადენციხე კი ჩრდილოეთის მომთაბარეთა ქვეყნებიდან მომავალ გზას აკონტროლებდა. ქვეყანაში შედიოდა დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო გზა, როგორც ამას გვაცნობს სტრაბონი. საერთოდიბერია სავაჭრო გზებით ყოფილა დასერილი. სტრაბონის ცნობით, იბერია კარგად ყოფილა დასახლებული, ქალაქები და დაბები მრავალრიცხოვანი იყო. სახლები და ნაგებობები კარგად ნაგები, ხუროთმოძღვრული ხელოვნებით, ჰქონდათ კრამიტის სახურავები. იბერიაში მდებარეობდა ქალაქები  – უფლისციხე, წუნდა, ოძრხე, ციხეგოჯი (ამ ქვეყნის დასავლეთი საზღვარი, როგორც აღინიშნა, მდინარე ეგრისწყალზე იდო).
უთუოდ ყოველ საერისთავოს გააჩნდა თავისი ცენტრი. ჩრდილოეთის მიმართულებით იბერიის საზღვარს, ჩანს, კავკასიონის წყალმყოფი ქედი წარმოადგენდა, რომლის იქითაც მცხოვრებ ტომებზეც ვრცელდებოდა სამეფოს გავლენა.

8-dz-III-s-farnavazis-eristavebi

სამხრეთის მიმართულებით იბერია ვრცლად იყო გადაჭიმული. არმენიასადაიბერიას, ქრისტეშობამდე II საუკუნის ავტორის – აპოლოდორის ცნობით, ერთმანეთისგან ჰყოფდა მდინარე არაქსი. არაქსი ყოფილა გამყოფი იბერიელებისა და არმენიელებისა.
სამხრეთ-დასავლეთ ითიბერიის საზღვარი გადიოდა პირიადრისმთის კალთებზე, მას ეკუთვნოდა ხორზენე და გოგარენე, როგორც ბერძნები უწოდებდნენ სამხრეთ საქართველოს კუთხეებს. შემდეგ, სტრაბონისცნობით, არმენიას იბერიისათვის წაურთმევია აღნიშნული კუთხეები, დაახლოებით 190 წელს ქრისტეშობამდე (იხ. საქ. ისტ. ნარკვ.,ტ. I, გვ. 456).
ფარნავაზის რეზიდენციას და სამეფო ქალაქს წარმოადგენდა არმაზი. მისი სახელი მრავალ უცხოურთან ადროულ წყაროშიც არის ასახული, როგორც ჩანს, ის ცნობილი და სახელოვანი ქალაქი იყო. ამ ქალაქის სიდიადე დაადასტურა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ქართველ ერის მთავარ თა და წარჩინებულთა ბრწყინვალე ფუფუნება და დიდებულება ნათლად გამოაჩინა არქეოლოგიურმა ძეგლებმა. არმაზი დან სამეფო რეზიდენცია გადატანილ იქნა საკუთრივ მცხეთაში, ეს მომხდარა პირველი საუკუნის მეორე ნახევარში. პ. ინგოროყვასთანახმად, მეფე ფარნავაზი მეფობდა ქრისტეშობამდე 284-219 წლებში. 284 წელსვე დამყარებულა ქართული წელთაღრიცხვა.

9-dz-III-ax-IV-farnavazidan-mirianamde-A
ძველქართული კალენდრის შესწავლიდან ირკვევა, რომ ქართული ნაციონალური წელთაღრიცხვა იწყება სწორედ იმ დროიდან, როდესაც, ლეონტი მროველის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაყოფის შედეგად მოხდა ახალი იბერიის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ფარნავაზიანთა დინასტიით ხელისუფლების სათავეში. სახელდობრ, დასაწყისი ქართული ნაციონალური წელთაღრიცხვისა არის 284 წელი ჩვენს ერამდე. ეს წელი არის გამოსავალი თარიღი, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო ქართული ქორონიკონის სისტემას, …ეს თარიღი, 284 წელი, რომელიდანაც იწყება ქართული ნაციონალური ერა, არის თარიღი იბერიის სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ფარნავაზიანთა დინასტიის დამკვიდრებისა იბერიის სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში (პ. ინგოროყვა, ტ. IV, 1978, გვ. 558).
პავლე ინგოროყვამ სათანადო კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ქართულ მატიანეთა ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია (მეფენი ქართლს შინა წარმართნი) – წარმოადგენს ისტორიული სინამდვილის შემცველ დოკუმენტს, რომელიც მომდინარეობს წინაქრისტიანული ეპოქის ძველქართული საისტორიო წყაროებიდან (იქვე, გვ. 559).

10-dz-III-ax-IV-farnavazidan-mirianamde-B

ფარნავაზმა ერთ სახელმწიფოში გააერთიანა ქართული ტომები, შეჰკრა ისინი ერთ ხალხად, მან შესძლო ასევე ამ სახელმწიფოს გავლენის სფეროში მოექცია იბერიულ-კავკასიურად წოდებული, ქართველთა მონათესავე სხვადასხვა ტომები. კერძოდ, როგორც ითქვა, იბერიელთა და არმენიელთა შორის საზღვარი ერთ დროს მდინარე არაქსზე გადიოდა. ჩრდილოეთის მიმართულებით ქართველთა გავლენის სფეროში, მემატიანეს თანახმად, შედიოდნენ ოსთა, დურძუკთა და ლეკთა ტომები. დურძუკები და ლეკები – ქართველთა მონათესავეებად უძველეს დროსვე მიიჩნეოდა. ოსთა შესახებ უნდა ითქვას, რომ როგორც წყარო მიუთითებს, ოსები იმ დროისათვის არ მიიჩნეოდნენ ირანულენოვან ტომებად, არამედ ითვლებოდნენ ქართველთა მონათესავე კავკასიურ (ადგილობრივ) ტომად. ჩვენი მატიანეს თანახმად, ოსები ყოფილან შთამომავალნი ხაზართა მეფის ძისა უობოსისა –მროველის წარმოდგენით, უობოს ხაზართა მეფისშვილი ყოფილა, ხოლო ოსები თითქოს ამ უობოსის, ე.ი. ხაზართა და ქართველთა და სომეხთა ტყვეების ნათესავები, ანუ შთამომავალნი ყოფილან. ე.ი. ნარევი ეროვნება ყოფილა (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, ტ. I, 1950 წ. გვ. 277).

11 dz III ax IV - farnavazidan mirianamde (C)

აქედან ჩანს, რომ ფარნავაზის ეპოქაში ოსები მართალია ნარევ, მაგრამ მაინც ქართველთა მონათესავე ტომად მიიჩნეოდა. ოსები – რომელთაც შემდგომ ალანები ეწოდათ – უცხოელთა მიერ იბერიელებად მიიჩნეოდნენ – XI საუკუნის ბიზანტიელი მწერალი იოანე ცეცესი ამტკიცებს: იბერები, აბაზგები და ალანები ერთ ხალხს შეადგენდნენო, ხოლო XV საუკუნის სომეხი მემატიანე თომა მეწოფელი განუმარტავს მკითხველებს, რომ ქართველთა სახლში, ე.ი. ქართულ ეროვნულ-კულტურულ გაერთიანებაში შედის რვა ტომი –  ქართები (ვრაცები), იმერლები, მეგრელები, სვანები, აფხაზები, მესხები, დვალები და ოსები (ს. ჯანაშია, ტ. V, გვ. 12). შემდგომი საუკუნის ევროპელი ავტორიც ასევე მიიჩნევს –“ შტრიტერი თავისი შრომის ნაწილში, სადაც ლაპარაკია ზემო იბერიის მეზობლად ბინადარ ალანებზე, კატეგორიული და სრული ეჭვმიუტანლობის კილოთი აცხადებს, რომ ესენიც იბერიელები არიანო (შ. ძიძიგური, საენათმეცნიერო საუბრები, გვ. 174).
დვალებს, მართალია, რატომღაც დურძუკთა ტომს ათვლიდნენ ბოლო დრომდე, მაგრამ სინამდვილეში ქართველები იყვნენ. შემდგომ მოხდა დვალთა ტომის ირანიზაცია, გაოსება.შესაძლებელია, თავდაპირველად ოსებად სახელდებული ტომიც არ იყო ირანულენოვანი და შემდგომ, შუა საუკუნეების მანძილზე, ჩრდილო კავკასიაში მოხდა ოსების გაირანულენოვნება.
საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ალანები ირანულენოვანი ტომი იყო, მაგრამ არც ის უნდა დარჩეს უყურადღებოდ, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ძველი ისტორიკოსებისა ალანებს, ქართველ ისტორიკოსთა მსგავსად, ხაზარულ (ე.ი. თურქულ) კავკასიურ წარმომავლობის ტომად მიიჩნევდა. მაგალითად, XIV საუკუნის არაბი გეოგრაფი ალანებს თურქულენოვან ხალხად თვლიდა, ის ერთ ალანურ ქალაქზე წერდა –ის დასახლებულია ალანი ხალხით, და ისინი თურქები არიან-რომელნიც გაქრისტიანდნენ~. XV საუკუნეში ი. შილტბერგერი იყო ასებთან (ოსებთან) და ალანებთან.ისინი თურმე მაშინ ღმერთს თათრულ ენაზე ადიდებდნენ (იხ. ფ. ბურნ, პუტეშესტვიე ივანა შილტბერგერა…, წიგნი ზაპირისკი იმპერატორსკოგო ნოვოროსიისკოგო უნივერსიტეტა. ტ. I, ვიპ. 1 და 2.ოდესსა 1867, გვ. 31-33). პროფ. ნ. ბასკაკოვის თანახმად, ჩინურ წყაროებში მოხსენებული ტომი იაოშე (იასები, ოსები) თურქული წარმოშობისა ყოფილა.ასევე აღსანიშნავია, რომ ყარაჩაეველ და ბალყარელ ისტორიკოსებს თავიანთი ტომები ალანური წარმოშობისად, ალანები კი თურქულ-ხაზარულ წარმოშობისად მიაჩნიათ. ამ მხრივ, ჩანს არის რაღაც საერთო ძველ ქართულ და უცხოურ წყაროთა შორის.
ფარნავაზის დროისათვის სრულიად შესაძლებელია, ოსები ისევე ყოფილიყო იბერიულ-კავკასიური წარმომავლობის ტომი, როგორც სხვა მეზობელი ტომები.
ფარნავაზის სახელმწიფო ფაქტობრივად მთელ კავკასიას აერთიანებდა თავის გავლენის სფეროში, მაგრამ ყველაზე არსებითი ისაა, რომ ქართველ ტომთა გამაერთიანებელი სახელმწიფოს შექმნამ სახელმწიფოსავე მეშვეობით შესაძლებელი გახადა ქართველთა ეროვნების ფორმირება, ერთიანი ხალხის, ერის ჩამოყალიბება. საზოგადოდ ცნობილია, რომ სახელმწიფოს აქვს თვისება ერთიან ხალხად ჩამოაყალიბოს სახელმწიფოში მცხოვრები მოსახლეობა, ასეთივე თვისებების იყო, ცხადია, ქართული ერთიანი სახელმწიფოც. მით უმეტეს, რომ ქართულ წყაროთა თანახმად, ფარნავაზის მიერ ჩამოყალიბებულმა სახელმწიფომ იარსება თითქმის ათასი წელი. კერძოდ, ეს სახელმწიფო დაშლილა ვახტანგ გორგასალის შვილების შემდგომ VI საუკუნეში – ასე გადმოგვცემს ქართლის ცხოვრებაც  და მოქცევაA ქართლისაAც. ქართველი ერის ჩამოყალიბების დროს შესახებ ლაპარაკია ქვემოთ, ხოლო აქ უნდა ითქვას, რომ ფარნავაზის ეპოქაში ქართველთა ერთიანობას მიუთითებს ძველქართული გვარების ფორმათა ერთიანობა უძველეს საქართველოში. გამოკვლევებით დადგენილია, რომ უძველესი გვარის აღმნიშვნელი სუფიქსი ეგრისში, ანუ სამეგრელოში იყოიანი (მისგან იქნა შემდგომ მიღებული დაბოლოება იავა და სხვა). უძველესი საგვაროვანო სუფიქსი სვანეთში იყო და არის იანი. უძველესი საგვაროვანო სუფიქსი სრულიად საქართველოს მთიანეთში-ფშავ-ხევსურეთიდან სვანეთამდე იყო იანი (საოჯახოდ, საშინაოდ ამჟამადაც იან ფორმები იხმარება). უძველესი საგვაროვანო სუფიქსი საქართველოს ბარშიც იყო – იანი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: ძველ წყაროებში ერთადერთი დამაბოლოებელი სუფიქსი – იანი-ა – გვარებში –ფარნავაზიანიხოსროიანიარშაკუნიანიბაქარიანირევიანი (ქ. ც. გვ. 138). მარუშიანი, `ბაგრატონიანი (ქ. ც. გვ. 251). არიშიანი (ქ. ც. გვ. 328). ბარაბიანი (ქ. ც. 116). ბივრიტიანი (ერისთავი ოძრხისა) ქ. ც. 185). გოდერძიანი (ეს გვარია, რაც იქედან ჩანს, რომ მრავლობითის ფორმითაა წყაროში მოცემული – გოდერძიანნი ტბელნი), (ქ. ც. გვ. 248). იქვეა მამეანნიმამე-ი-ანი. თარგამოსიანნი  -ეთნარქები.შავლიანი (ივანე – აფხაზეთის მეფე. 258). კავკასიანნი – სადაურობის აღსანიშნავად (130). ნებროთიანნი“ ნერსიანი(ნერსე – ქართლის ერისთავი, 241), ქართლოსიანნი (ქართლოსის შთამომავალნი, 27), ჯუანშერიანი (ჯუანშერი-ისტორიკოსი, გვ. 248) და სხვა უამრავი.
მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ჩამონათვალი ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი გვარ-სახელები და აღნიშნული ფორმა პირთა შთამომავლობას მიუთითებს, მაგრამ ისინი საგვარეულო სახელებად იქცნენ ძირითადად. იან სუფიქსით, როგორც აღინიშნა, მთელ საქართველოს სახელმწიფოში არსებობდა გვარები (გვარ-სახელები). ამის დასტურია მეგრულ-სვანური და მთიულური უძველესი ფორმები. ს. ჯანაშია წერს – გაბატონებული უნდა ყოფილიყო გვარ-სახელების ეს ფორმა სამეგრელოშიც… მეგრული ია“ -“იანის“  ნაშთია. ეს ცხადი ხდება, კერძოდ, ცნობილ გვარ-სახელთა ისტორიულ და ცოცხალ ფორმათა შედარებით, ამრიგად, ისტორიულსა და ლიტერატურულ (დადიანს, ლიპარტიანს, რატიანს, ბედიანს მეგრულ ცოცხალ მეტყველებაში უდრის: დადია, ლიპარტია, რატია, ბედია… ბოლოკიდურ – ნ-ს დაკარგვა ნიშანდობლივია მეგრულისათვის (ს. ჯანაშია, ტ. III, 1959, გვ. 40-41).
იქვე ს. ჯანაშიას განხილული აქვს იანფორმის გამოყენება გვარ-სახელებისავის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიანეთში (მთიულეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი). –გვარ-სახელების ეს დაბოლოება თავდაპირველად გავრცელებული იყო, ჩანს, ყველა ქართულ ტომში, და ქართველურს პატრონომისტიკულ მორფოლოგიაში იგი ერთი ყველაზე ადრინდელი მოვლენათაგანია.დროთა ვითარებაში ეს ფორმა ზოგს ქართველ ტომში დასუსტდა, ზოგან თითქმის მთლად დაიკარგა(იქვე, გვ. 35).

12-dz-III-ss-vaxushtis-saeristavoebi
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეთნიკური ერთიანობა ქართველი ტომებისა ფარნავაზიანთა სახელმწიფოში (ქრისტეშობამდე III საუკუნიდან VI-მდე) გაცილებით უფრო ღრმა იყო, ვიდრე ამ სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (VI ს.). როგორც ცნობილია, პირველი ერთიანი სახელმწიფოს დაშლიდან მხოლოდ ორიოდე საუკუნის შემდეგ, VIII-IX საუკუნეებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩამოყალიბდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რამაც, ცხადია, ქართული ტომები ერთმანეთს უფრო დააშორა (ზემოთ აღნიშნული ერთიანი ნიშნების დასუსტება და დაკარგვა ამის შედეგი უნდა იყოს), მართალია, შემდეგ არსებობდა ერთიანი სახელმწიფო (XI-XV სს), რამაც ხელი შეუწყო კონსოლიდაციას, მაგრამ შემდგომმა კვლავ დაშლამ გააღრმავა სვანურ, მეგრულ, გურულ, იმერულ, ქართლურ, კახურ და სხვა ეთნოგრაფიულ ჯგუფში ინდივიდუალური თვისებები. ფარნავაზის სახელმწიფოს დროს კი ერთიანი ეროვნული ნიშნები ღრმა იყო.

https://meufeanania.info/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის