USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა
თარიღი:  621

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, პირველ ეტაპზე, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია გაფართოვდა.

პროექტის ფარგლებში, 2 300 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე.
დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდება, 1 200 კვ.მ ფართობზე დაირგვება რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 130 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ლაგო“ ასრულებს.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობას შეხვდა და პროექტი მათთან ერთად განიხილა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის