USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
„მიონის“ შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
дата:  735

ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი "მიონის" შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ელექტრო კაბელები დაეცა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

"ბელიაშვილის #98 ყოფილი"მიონის" შენობაში მე-6 სართულზე გაჩნდა ცეცხლი, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეძანძრე-მაშველებს მოუწიათ ღია ცეცხლში შესვლა, სადაც აღმოჩენილი იყო ერთი მიცვალებული, შუახნის მამაკაცი. ამ დროისათვის ხანძარი არის ლიკვიდირებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის არის უცნობი შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ასევე დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати