მიკროსაფინანსო სექტორმა 2025 წლის პირველი ნახევარი 70.6 მილიონის წმინდა მოგებით დახურა. წლიურად წმინდა მოგება 3.7 მილიონით, ანუ 5.5%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი წელს 2-მა მსხვილმა მოთამაშემ დატოვა და მიკრობანკების ლიცენზიით გააგრძელა ოპერირება, მისოებმა მომგებიანობის ზრდა შეძლეს, თუმცა ემბისის და კრისტალის მისო-ების სექტორიდან გასვლის გამომ დაახლოებით 212 მლნ ლარით 1.68 მილიარდ ლარამდე შემცირდა მისოების საკრედიტო პორტფელი. სულ მიკროსაფინანსო სექტორს 813 117 სესხი აქვს გაცემული.
საკრედიტო პორტფელში სალომბარდე კრედიტები ლიდერობს 1.3 მილიარდი ლარით, მეორე ადგილზე კი 252 მილიონი ლარით სამომხმარებლო სესხებია.
მიკროსაფინანსო სექტორი ძირითადად ფიზიკურ პირებს აფინანსებს, შპს-ების დაკრედიტება კი მხოლოდ 19 მილიონ ლარს შეადგენს.
შარშან ამავე დროს არსებული 26 მილიონიანი პორტფელის შემდეგ. უნდა აღინიშნოს რომ კიდევ უფრო გაიზარდა ლომბარდის წილი მისოების პორტფელში.
ამჟამად ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იპერირებს.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128