USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება
дата:  428

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილების შედეგად, თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება.

„გასულ წელს დავიწყეთ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა, რომელმაც მაღალი ინტერესი და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, რამაც აჩვენა, რომ საკმაოდ დადებითია პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ, ასევე, გავაფართოვოთ დაფინანსება. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50 000 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, შარშან, პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა.

„მეწარმეებმა შეიძინეს საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა. ბენეფიციართა შერჩევა-შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმასა და ხედვას მათი ბიზნესის განვითარებისთვის. თანადაფინანსების პროპორციულობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 5 000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 000-დან 20 000 ლარის ჩათვლით 85%; 20 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით ჩვენი მხრიდან დაფინანსება 80%-მდე იქნება, ხოლო 30 000-დან 50 000 ლარის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მხრიდან 70%-იანი დაფინანსება განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა ხელს უწყობს მოქმედი ბიზნესების კიდევ უფრო ზრდას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ერთობლივი ძალისხმევით ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. პროგრამაში მონაწილეებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თარიღებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати