USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Tbilisi
მიკრო ბიზნესის დაბეგვრის წესი შეიცვალა
Date:  798

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა მიკრო ბიზნესის დაბეგვრის წესი. როგორც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში განაცხადეს, მიკრო ბიზნესის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი გავრცელდება მინიჭების დღიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ასოციაციის განმარტებით, თუ პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე ახორციელებდა საქმიანობას, აღნიშნული პერიოდის შემოსავალი დაიბეგრება იმ რეჟიმით ან/და წესით, რითიც სარგებლობდა პირი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე.

"მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი ფიქსირდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ მიკრობიზნესის სერტიფიკატში და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან. დამატებით გაცნობებთ, რომ ის პირები, რომელთაც 2020 წელს აქვთ მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსი, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე მიღებულ შემოსავლებს ბეგრავენ მიკრო ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით," - განუმარტავენ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way